ბეილი: "დიდი ხანია არ მოგვიგია პრიმერა"

გარეთ ბეილის ფეერიული თამაშის წყალობით, უელსის ეროვნულმა ნაკრებმა ნაყოფიერად დაიწყო 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი.მოლდოვასთან ნამატჩევს, მადრიდელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


"რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისათვის დიდი მიღწევა იყო კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ისტორიის წერა გავაგრძელოთ და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზეც შევძლოთ თავის წარმოჩენა.რაც ყველაზე მთავარია, წარმატებით დავიწყეთ შესარჩევი ციკლი.ვიმედოვნებ, გამარჯვებულის მენტალიტეტს შენარჩუნებას მოვახერხებთ."

მოლდოველებთან გაფორმებული დუბლის შემდეგ, ბეილს მხოლოდ 4 გოლი აშორებს უელსის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე.მას რეალური შანსი გაუჩნდა, ახლო მომავალში დაამხოს რაშის რეკორდი, რომელიც წლების განმავლობაში 28 შედეგიანი დარტყმით არავის უთმობდა პირველობას: "დიახ, ახლოს ვარ რაშის მიღწევასთან, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის.უწინარეს ყოვლისა, მუნდიალის საგზურის მოპოვებაზე ვფიქრობ და თუ ეს შევძელით, ცხადია, გოლებიც იქნება."

"სამეფო კლუბს ყოველთვის დიდი მიზნები აქვს.რასაკვირველია, ყველა იმ ტურნირის მოგება გვინდა, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ – ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი და ა.შ."

"რასაკვირველია, გაორმაგებული მოტივაციით გამოვალთ პრიმერა დივიზიონის შეხვედრებში, რამეთუ უკვე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც "რეალმა" უკანასკნელად იზეიმა ეს ტიტული."ოსასუნა" დამარცხება არ უნდა გაგვიჭირდეს, კარგ ფორმაში ვართ."

AS dle 10.1

  • Bernabeu
  • 8 სექტემბერი 2016
  • 5871
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)