ზიდანი:„პიკეს განცხადებები არასერიოზული და არასპორტულია“

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ვიგოელებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საშინაო არენაზე პირველ ოფიციალურ მატჩს გავმართავთ, რაც დამატებითი პასუხისმგებლობაა. ბიჭები ბრწყინვალედ მოემზადნენ. ჩვენ ვიცით, რომ „სელტა“ რთული მეტოქეა, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ გულშემატკივარს ხარისხიანი ფეხბურთი შევთავაზოთ.“

„მიზანი 3 ქულაა. მეტოქე კი ძლიერი. ვეცდებით მაქსიმალურად დავიხარჯოთ და მოწინააღმდეგეს თავს ჩვენი ფეხბურთი შემოვახვიოთ.“

„ხამეს როდრიგესს ინდივიდუალურად არ ველაპარაკები, რადგან ის კოლექტივის წევრია და ისე ასრულებს დავალებებს როგორც სხვები. კოლუმბიელი „ბლანკოსისთვის“ სასარგებლო ფიგურაა, თუ მას უნდა წავა, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ არ მჭირდება. მოულოდნელი არასდროს არაფერია.“

„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, აქედან გამომდინარე, თითოეულ ფეხბურთელს სურს, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყოს.“

„ალვარო მორატამ აღებულ გეზს არ უნდა გადაუხვიოს, ვინაიდან ძალიან კარგად ვარჯიშობს. ესპანელი ფეხბურთელი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, არასდროს ნებდება და ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის.“

„31 აგვისტომდე შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ძლიერი კოლექტივი გვყავს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სულ მალე გუნდს კეილორ ნავასი, კრიშტიანო რონალდუ და კარიმ ბენზემა გააძლიერებს. ჩვენ ყველაფერს მოვახერხებთ.“

„23-24 მოთამაშე ჩემ განკარგულებაშია, რომლებიც მაქსიმალურად ირჯებიან და ცდილობენ შემადგენლობაში მოხვედრას. ვეცდები, შანსი ყველას მივცე და გუნდი უფრო ქმედუნარიანი გავხადო.“

„პიკეს განცხადებები არ მაინტერესებს და არც პასუხის გაცემას ვაპირებ, ეს არის სპორტული და პროფესიონალური საქციელი. მადრიდის „რეალმა“ უამრავი პრობლემის მიუხედავად, შეძლო და თასს დაეუფლა.“

„იკერ კასილიასის სანაკრებო კარიერასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ის მსოფლიო ლეგენდაა.“

„მარსელოს გამოძახება? ახლაც არ მესმის, მას აქამდე როგორ აიგნორებდნენ. მარსელო მარსელოა, მას არც მოუმატებია და არც მოუკლია. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკუთარ პოზიციაზე უკვე მრავალი წელია უკონკურენტოა.“

„ისკო „სელტასთან“ არ იქნება, ვარ წინა ვარჯიშზე პრობლემები შეექმნა. სერიოზული არაფერია, თუმცა 1 მატჩის გამოტოვება მოუწევს.“

„რაფაელ ვარანი ბრწყინვალე მცველია. ფრანგი ფეხბურთელი ჩემში დიდ სიმპატიებს აღძრავს, ნამდვილად საოცარი ფეხბურთელი გახლავთ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 26 აგვისტო 2016
  • 7764
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)