ბეილი:„2016 წელი ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება“

გარეთ ბეილმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ მისცა, რომელსაც HalaMadrid.Ge გთავაზობთ...


„2016 წელი ჩემთვის დაუვიწყარია. ეს იყო საოცრება, რომელიც ჩემ ცხოვრებაში მოხდა. ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, შემდეგ კი უელსის ნაკრებთან ერთად პირველად ვითამაშე ევროსარბიელზე, რასაც ¼ ფინალში გასვლა და ყველას გაოცება მოჰყვა.“

ევროპის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდით, სულ მალე კი გამარჯვებულის ვინაობას გაიგებთ. რას გრძნობთ?

„ეს ჩემთვის უდიდესი პატივია, რაც მოტივაციას კიდევ უფრო მიზრდის. ბუნებრივია, ყველაფერი კლუბის დამსახურებაა, რომ არა თანაგუნდელები ამ ეტაპამდე ვერ მოვიდოდი, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო.“

როგორ შეაფასებდით გასული სეზონის მაჩვენებლებს?

„ეს იყო ძალიან რთული და ხანგრძლივი სეზონი. არაერთი დაძაბული შეხვედრა ჩავატარეთ, რაც უდიდეს ენერგიას მოითხოვდა. ყველაფერი საოცრად დასრულდა. „ატლეტიკოს“ დამარცხებით ჩემპიონთა ლიგის თასი კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ.“

ეს იყო უდიდესი მომენტები თქვენს ცხოვრებაში?
„რა თქმა უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ემოციებით დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეროვნულ ნაკრებში გამგზავრება მიწევდა. ეს იყო საოცარი ეპოქა ჩემ ცხოვრებაში. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ¼ ფინალში გავიდოდით. ეს ყველაფერი ჩემთვის დაუვიწყარი იყო.“

რას ნიშნავს, მოიგო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული?

„ეს ალბათ საოცარი განცდა იქნება, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი არა ინდივიდუალური, არამედ გუნდი ჯილდოებია. მირჩევნია ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოვიგო და ქომაგები გავახარო, თუმცა სწორედ კოლექტიურ წარმატებას მივყავართ ინდივიდუალურ ჯილდოებამდე.“

ჩემპიონთა ლიგის ფინალში დიდი გამოცდილება დააგროვეთ.

„დიახ, რა თქმა უნდა. რატომღაც წინა ფინალში ფავორიტად „ატლეტიკოს“ მოიაზრებდნენ, ყველას სჯეროდა, რომ სიმეონეს გუნდი შურს იძიებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტოქეს აგრესიული ფეხბურთი შევთავაზეთ და გავიმარჯვეთ. ყველაფერი გავიღეთ იმისათვის, რომ მოგვევო, შემდეგ კი პომპეზური აღნიშვნა მოვაწყვეთ.“

რას გრძნობთ, როდესაც იგებთ თასს?

„ეს წარმოუდგენელი სიხარული და სიამაყეა. როდესაც გულშემატკივრების წინაშე ტიტულით წარსდგები, ყოველთვის დადებითი ემოციებით იმუხტები.“

„ატლეტიკოსთან“ თამაში გიჭირდათ და ფინალშიც ძალიამ მძიმე მატჩი გამოდგა...

„ურთულესი პაექრობა იყო. „ატლეტიკო“ ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, სიმეონეს შეგირდები მაქსიმუმს აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით და შედეგს მივაღწიეთ.“

„ალბათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან დიდი ზეწოლა მოდის...“

„როდესაც ფინალისტი ხარ, ძალიან ბევრი ბარიერი გაქვს გადალახული, აქედან გამომდინარე, ყველაფერს უნდა გაუძლო. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. უდიდესი წნეხის ქვეშ ვთამაშობდით, მაგრამ პროფესიონალები სწორედ იმიტომ ვართ, რომ ნებისმიერ გამოწვევას სათანადო პასუხი გავცეთ, ამ მხრივ პრობლემები ნამდვილად არ გვქონია.“

თერთმეტმეტრიანების სერიაში ყველა ფეხბურთელმა გაიტანა...

„დიახ ეს იყო სრულყოფილი ციკლი, რის საფუძველზეც მეთერთმეტე თასს დავეუფლეთ და გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მივანიჭეთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გაიმარჯვებ, მთავარია ტიტულის მოგება.“

ეს იყო მეორე ტიტული ბოლო სამ წელიწადში...

„მადრიდის „რეალში“ მოსვლა იმიტომ გავაწყვიტე, რომ ბევრი ტიტული მომეგო. საბედნიეროდ, ჩემი კოლექცია ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. ეს არის საოცარი კლუბი, შესანიშნავი ინფრასტრუქტურით და პირობებით, აქედან გამომდინარე, ყველა ფეხბურთელმა უნდა გამოიყენოს ბოძებული შანსი და ბევრი ტიტული მოიგოს. ჩვენ კიდევ ვიბრძოლებთ.“
ახალი სეზონი იწყება, შესაბამისად არსებობს ახალი გამოწვევები...

„მე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ასევე კარგად ვიასპარეზე ევროპის ჩემპიონატზე, რამაც მოტივაცია და შემართება კიდევ უფრო გამიზრდა. დასვენების შემდეგ სამუშაოს დავუბრუნდი და კონცენტრაციას აწ უკვე დაწყებულ სეზონზე ვახდენ.“

რა გავლენა აქვს ზინედინ ზიდანს გასახდელ ოთახში?

„ზიდანი უდიდესი გამოცდილებია მატარებელია. ეს არის ადამიანი, რომელმაც მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ჯერ ფეხბურთელის, ხოლო შემდეგ მთავარი მწვრთნელის რანგში მოახერხა. საოცარ გამოცდილებას და ავტორიტეტს მისი კარგი ადამიანობაც ემატება, ფრანგ ლეგენდასთან მუშაობით კოლექტივის თითოეული წევრი კმაყოფილია.“

ჩემპიონთა ლიგის შემდეგი ფინალი „კარდიფშია“, ეს თქვენთვის დამატებითი მოტივაციაა?

„მიხარია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და კარდიფი საოცარ მატჩს უმასპინძლებს, თუმცა ეს ვერ იქნება დამატებითი მოტივაცია. როდესაც ჩემპიონტა ლიგის ჰიმნს უსმენ, შესაძლებლობების მაქსიმუმზე ფიქრობ, აქედან გამომდინარე, დამატებითი ასპექტები საჭირო არ არის იმისათვის, რომ ბოლომდე დაიხარჯო და შენს თავს აჯობო.

კარდიფში ძალიან უყვართ ფეხბურთი?

„იქ ხალხი სპორტის ამ სახეობით ცხოვრობს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება კარდიფელი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს, ეს ფეხბურთის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საბედნიეროდ, კარდიფში ფეხბურთი გაცილებით უკეთ ვითარდება ახლა, ვიდრე ადრე.“

რას იტყვით ლუკა მოდრიჩზე?
„ხორვატი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ ნახევარდაცვის მამოძრავებელი ძალაა და ვთვლი, რომ მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ლუკასთან ერთად თამაში „ტოტენჰემშიც“ მიწევდა, ის საოცარი ფიგურა და სრულყოფილების განსახიერება გახლავთ.“

რას გრძნობთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში ბერნაბეუზე გამოდიხართ?

„ამის აღწერა წარმოუდგენელია. ბერნაბეუ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია, სადაც ქომაგი მთელი გულით უჭერენ მხარს საკუთარ გუნდს. იმედი მაქვს, ხსენებულ სტადიონზე მრავალჯერ მოვისმენ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს.“

და ბოლოს, ისევ კარდიფი...
„კარდიფი ჩემი ქალაქია. თუ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ გავა, კარდიფელი ხალხი უბედნიერესი იქნება და პირობას გაძლევთ, მადრიდულ გუნდს ძალიან ბევრი ადგილობრივი ქომაგი დაუჭერს მხარს.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 აგვისტო 2016
  • 2897
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)