კრიშტიანო:„არ მჯეროდა, რომ პორტუგალიის ნაკრებს გამარჯვება შეეძლო“

კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ მისცა, რომელსაც HalaMadrid.Ge გთავაზობთ...


„ეს იყო ჩემი კარიერის პიკი. მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის, ხოლო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგება მოვახერხე. 2016 წელი დაუვიწყარი გახლდათ. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. ანალოგიურ რეჟიმში ბრძოლას და მრავალი გოლის გატანას ვგეგმავ.“

რას გრძნობთ, როდესაც კიდევ ერთხელ იგებთ, რომ ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის ხართ?

„ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება და ამავე დროს პასუხისმგელობაა. უდიდესი ოპტიმიზმით და ბედნიერებით ვივსები. უკვე მრავალი წელია კანდიდატთა შორის ვხვდები, სამჯერ კი საუკეთესოს ტიტული მომენიჭა.“

შარშანდელი სეზონი მრავალფეროვანი იყო?

„ყველაფერი ძალიან რთულად დაიწყო, მაგრამ გუნდში ზინედინ ზიდანის მოსვლის შემდეგ, მრავალი ასპექტი გაუმჯობესდა, საბოლოო ჯამში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება მოვახერხეთ, მე კი საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. მთელი სეზონის მანზილზე ვცდილობდი და ვახერხებდი გოლის გატანას, რაც ავტომატურად ნიშნავდა გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილის შეტანას.“

როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ განვლილი წელი და განვითარებული მოვლენები?

„მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო საუკეთესო წელი. მრავალი ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ერთ წელს ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი არასდროს მომიგია. საოცარი შეგრძნებები მქონდა, ყველაზე ბედნიერი ადამიანი გახლდით.“

ფიქრობთ, რომ ჩემპიონთა თასისა და ევროპის ჩემპიონატის მოგება ავტომატურად ნიშნავს ოქროს ბურთის მოგებას?

„არა, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ძალიან დიდი შანსი მაქვს და უნდა გამოვიყენო. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში ძალიან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ამასთანავე დავსძენ, მთავარი ყოველთვის გუნდური ტიტულებია. ოქროს ბურთი ვერ შეედრება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის მოგებას.“

შევაფასოთ განვლილი სეზონის საუკეთესო მატჩები და მომენტები...

„ძალიან რთულია გამოყოფა, ვინაიდან არაერთი ემოციური მომენტი იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალი, რომელიც „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ გაიმართა. გერმანელებმა საშინაო არენაზე სენსაცია მოახდინეს, მაგრამ ჩვენ მადრიდში ყველაფერი გავაკეთეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის საგზური წავართვით. ეს მართლაც დაუვიწყარი სიხარული და მოტივაცია იყო.“

გავიხსენოთ ფინალი, სადაც თერთმეტმეტრიანები ძალიან კარგად შესრულდა და ეს საკმარისი იყო გამარჯვებისთვის...

„დიახ, ეს იყო უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესი, მაგრამ ვიცოდით, რომ ტიტულს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა. „ატლეტიკო“ ბოლომდე იბრძოდა და გამარჯვებასაც იმსახურებდა, მაგრამ არც „რეალი“ ყოფილა ნაკლები, ჩვენ გაგვიმართლა და მე-11 თასს დავეუფლეთ.“

ბოლო პენალტის დარტყმა ძალიან რთულია?

„აცნობიერებ, რომ გატანის შემთხვევაში გამარჯვებული ხარ, თუ არ გაგიმართლებს შესაძლოა, საბედისწერო მომენტი დაფიქსიდეს. ამ დროს უდიდეს ზეწოლას განიცდი, მაგრამ როდესაც მიზანს აღწევ ასმაგად გიხარია, ეს არის ენითაუწერელი გრძნობა. სიმშვიდე შევინარჩუნე და ბურთისკენ გავეშურე, შემდეგ კი ყველამ იცის რაც მოხდა.“

ბოლო სამ წელიწადში მეორე ჩემპიონთა ლიგა მოიგეთ...

ეს იმას ნიშნავს, რომ მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესოა. ამ კოლექტივში ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ. ბოლო სამ წელიწადში მოპოვებული 2 ტიტული სწორედ იმას მიანიშნებს, რომ პროგრესი აშკარაა. „ბლანკოსი“ ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს და გვჯერა, რომ წარმატებები კიდევ წინ არის. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის საკუთარი მოვალეობები, რომელსაც პირნათლად ასრულებს. მსოფლიოში არაერთი ვარსკვლავია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი არასდროს მიუღია, „მერენგების“ შეგირდებს კი ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ.“

„მსურს კვლავ გავიხსენო „მგლებთან“ მატჩი, როდესაც მთელი გუნდი დაბნეული იყო, მაგრამ გულშემატკივრებმა საოცრებები მოახდინეს და საკუთარ ძალებში დაგვარწმუნეს. ის იყო ჯადოსნური საღამო, სიხარული კი „ბლანკოსის“ ყველა ქომაგმა გაიზიარა. ½ ფინალში გასვლის შემდეგ მივხვდით, რომ ძალიან დიდი შანსი გვქონდა, რასაც უდიდესი მოტივაცია ემატებოდა.“

ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობთ და ყველა ევროპულ სტადიონს იცნობთ, აქვს რამე განსაკუთრებულ ბერნაბეუს?

„რა თქმა უნდა. ეს არის ყველასგან გამორჩეული სტადიონი, ამ არენაზე მრავალჯერ აჟღერებულა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. გულშემატკივრები ყოველთვის საოცარ წარმოდგენებს დგამენ. ყველაზე მომთხოვნებთან ერთად, ყველაზე თბილი ქომაგები გვყვას. აქ ყოველთვის საოცარი გარემო იქმნება.

ყველა ტიტული რამდენჯერმე გაქვთ მოგებული. ალბათ რთულია იგივე მოტივაციით თამაში..
.

„არა, თუ პროფესიონალი ხარ მიღწეულით არასდროს უნდა დაკმაყოფილდე და ეცადო, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღო. სიმართლე გითხრათ, ევროპის ჩემპიონატის სტარტზე ვერ წარმოვიდგენდი, რომ პორტუგალიის ნაკრებს ოქროს მედლების მოგება შეეძლო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. როდესაც ¼ ფინალში გავედით, საკუთარი ძალები უფრო ვირწმუნეთ, ფინალში კი საოცარი განწყობით ვითამაშეთ.

„ეს არის პორტუგალიის ნაკრების ოქროს თაობა და იცით რატომ? ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.“

ჩემპიონთა ლიგის მე-14 სეზონს იწყებთ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ამ წუთის მონაცემებით ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად ვითვლები. ვეცდები, შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესო და 100 ბურთიან ნიშნულამდე მივიდე. მადრიდის „რეალი“ მე-11 თასის მფლობელია, მაგრამ არც მე-12 თასზე იტყვის უარს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

გადავიდეთ მწვრთნელის ფაქტორზე. რა ზეგავლენა მოახდინა ზიზუმ ფეხბურთელებზე?

„ზინედინი შარშანდელი წარმატებით გასაღები აღმოჩნდა. ფრანგმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს საკუთარი ძალები აგრძნობინა. ეს არის ადამიანი, რომელსაც კოლექტივში უდიდესი სიმშვიდე და თავდაჯერება შემოაქვს. ჩვენ ნულიდან დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერს მივაღწიეთ. როდესაც ზიზუ მოვიდა, „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა 12 ქულას შეადგენდა, სეზონი კი 1 ქულიანი ჩამორჩენით დავასრულეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის პრიორიტეტად ითვლებოდა, ითვლება და ჩაითვლება. მე ვფიქრობ, ზინედინი მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის რანგში მრავალი წლის მანძილზე უნდა ვიხილოთ, ვინაიდან ის უდიდესი პროფესიონალია, აქვს კარგი ხედვა, ფეხბურთელებზე მიდგომა, იდეები და მოტივაცია.“

რას გვეტყვით პეპეზე, რომელიც თქვენი თანამემამულე და ახლო მეგობარია. ის „რეალში“ უკვე 10 წელია ასპარეზობს...

„ჩემი აზრით, პეპე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. რომ არა „სამიანის“ თავგანწირული თამაში, გაცილებით სხვა სიტუაცია დაიხატებოდა. კეპლერი წლების მანძილზე უმაღლეს დონეზე თამაშობს და ამტკიცებს საკუთარ კლასს. ჩვენ დიდი ხანია თანაგუნდელები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ტენდენცია არ დაირღვევა.“

და ბოლოს, კვლავ ეროვნულ ნაკრებზე და იქ მიღებულ გამოცდილებაზე ვისაუბროთ...

„ფაქტია, რომ ფეხბურთელებს, ექსპერტებს, მწვრთნელებს, ყოფილ ფეხბურთელებს, გარეშე პირებს არ სჯეროდათ, რომ ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება შეეძლო. ჩვენ ეს შევძელით, ეს იყო საოცრება, უდიდესი ბედნიერება, სიხარული და რაღა თქმა უნდა, გამოცდილება, რომელიც პორტუგალიის გუნდის ყველა ფეხბურთელმა მიიღო.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 აგვისტო 2016
  • 5926
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)