გუტის ქუსლი და ბენზემას გოლი

წარმოუდგენელი, უნიკალური, სიტყვებით აღუწერელი. სწორედ ასეთი სიტყვებით მოიხსენიებენ გუტის და ბენზემას კომბინაციას, რომელიც რაისორზე "დეპორტივოს" წინააღმდეგ მატჩში შესრულდა.


გთავაზობთ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების კომენტარს, გუტისთან დაკავშირებით:

ლოტინა ("დეპორტივოს" მწვრთნელი): "ასეთმა უნიკალურმა ფეხბურთელმა, აუცილებლივ უნდა ითამაშოს მსოფლიოს ჩემპიონატზე."

ალბიოლი (მადრიდის "რეალის" მცველი): "მგონი გუტის თვალები კეფაზეც აქვს." - ამ სიტყვების შემდეგ ის იცინის.

გრანერო (მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი): "მისმა პასმა ყველა გაგვაოცა. ყველა კარში დარტყმას ელოდა, თუმცა გუტიმ გასაოცარი რამ გააკეთა."

რამოსი (მადრიდის "რეალის" მცველი): "გუტი უნიკალურია და მან ეს დაამტკიცა."

არბელოა (მადრიდის "რეალის" მცველი): "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს."

გუტი (მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი): "ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბენზემამ გოლი გაიტანა. როდესაც ბურთი მივიღე მე იგი შევამჩნიე როგორ შემორბოდა ცენტრში და პასი გავუკეთე, კარიმმა კი მომენტი არ გააფუჭა და გოლი გაიტანა."

ბენზემა (მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი): "კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გუტის, რომელმაც ფაქტიურად გოლი მაჩუქა."


ინფორმაციის წყარო: Marca.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 1 თებერვალი 2010
  • 2414
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)