ზიდანი:„არ გამოვრიცხავ, მთავარ გუნდში ახალი სახეები ვიხილოთ“

ზინედინ ზიდანმა ლონდონის „ჩელსისთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„რამდენიმე ასპექტში აშკარა პროგრესი ვაჩვენეთ და შედეგი სახეზეა. ნაყოფიერად ვუტევდით, რაც პირველ რიგში ინტენსიური ფეხბურთით არის განპირობებული. ფეხბურთელებმა დიდი ძალა დახარჯეს და გაიმარჯვეს კიდეც, თუმცა მუშაობა გრძელდება, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი.“

„ვფიქრობ, 9 აგვისტომდე დარჩენილი დრო საკმარისი იქნება იმისათვის, რომ „სევილიასთან“ მატჩში მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ.“

„წინ მიუნხენის „ბაიერნია“, რომელსაც კარლო ანჩელოტი წვრთნის. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი მატჩი გამოვა, რომელიც სუპერთასის პაექრობის წინ კიდევ უფრო გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.“

„მარსელომ ბრწყინვალედ ითამაშა, ის მართლაც დიდი კაპიტანი იყო, რომელიც გუნდს სათანადოდ უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი გოლებს ხშირად იტანს.“

„ხესესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. პრესაში „პსჟ“-ს ინტერესის შესახებ ბევრი რამ წერია, მაგრამ ფრანგებთან კავშირი არ გვაქვს. რაც შეეხება ისკო ალარკონს, ის გერმანელთა წინააღმდეგ 100%-ით მზად იქნება.“

„ალვარო მორატა „რეალის“ ფეხბურთელია და არსად წასვლას არ გეგმავს. ბედნიერები ვართ, რომ „კასტილიელი“ დაბრუნდა და კოლექტივთან ერთად ვარჯიშობს. ესპანელი წინახაზელი დიდი ტალანტის მქონეა, მას უყვარს ბრძოლა, ნახევარმცველებისა და მცველების დახმარება, ბრწყინვალეა მეორე სართულზე და ასე შემდეგ. მიხარია, რომ მასთან ერთად მუშაობა მომიწევს.“

„არ გამოვრიცხავ მთავარ გუნდში ახალი სახეების ხილვას, კასტილიელების თამაშს დიდი ყურადღებით ვაკვირდები.“

„მარიანომ გოლის გატანა შეძლო, მისი წინსვლა აშკარაა. მიხარია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ასეთი მონდომებულია, მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ შემოთავაზებებს განვიხილავთ, ვინაიდან გვსურს, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღოს.“

„ყველამ კარგად იცის, რა ძალას წარმოადგენს ედენ აზარი. ბელგიელ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის დღეს „ჩელსის“ ეკუთვნის და არა „ბლანკოსს“. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.“ dle 10.1

  • Hala
  • 31 ივლისი 2016
  • 6922
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)