კაზემირო:„შესანიშნავი საღამო იყო“

ბრაზილიელი კაზემირო ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა...


„კარგი საღამო იყო, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ვიბრძოლეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. 9 აგვისტომდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომ მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, მთავარი პაექრობა ეს ნამდვილად არ იყო, ყველაფერი წინ არის.“

„ყოველდღიურად არნახულ პროგრესს ვაჩვენებთ და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გუშინ. იმედი მაქვს, დარჩენილი 9 დღე საკმარისი იქნება კარგად მოსამზადებლად და სუპერთასის მოსაგებად. განსაკუთრებულ მნიშვნელოვნად ფიზიკურ ასპექტს ვანიჭებთ, ვინაიდან ამ კომპონენტს უდიდესი, ხანდახან კი გადამწყვეტი როლი ენიჭება.“

„ძალიან ბედნიერი ვარ ზინედინ ზიდანთან მუშაობით, ფრანგი სპეციალისტი ნამდვილად დიდებული ადამიანია. საყრდენად, ან ჩამშლელად თამაში? ვფიქრობ, ეს შემიძლია მეც, ტონისაც და ლუკასაც.“

„კარიმ ბენზემას არყოფნა არ შეგვეტყო, მაგრამ ფაქტია, რომ „ცხრიანი“ გოლის გატანის ოსტატია, ის მალე უნდა დაბრუნდეს და გუნდის დახმარება შეძლოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 31 ივლისი 2016
  • 2584
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)