ზიდანი:„ჩვენ გვჭირდება მეტი ტემპი“

ზინედინ ზიდანმა „ჩელსისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩემი შეგირდების მუშაობით კმაყოფილი ვარ. ბიჭები სათამაშოდ მზად არიან, ერთადერთი ხარვეზი დაბალი ტემპი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ჩვენ მეტი ტემპი გვჭირდება, ამ შემთხვევაში უკეთესი ფეხბურთის ჩვენებას შევძლებთ. პრე-სეზონი ხელს უწყობს ფეხბურთელთა ფორმაში ჩადგომას.“

„მნიშვნელოვანია, რომ მადრიდის „რეალს“ გულშემატკივრები მსოფლიოს ყველა კუთხეში ჰყავს. ამხელა პატივისცემით უნდა ვისარგებლოთ და ჩვენთვის გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონზე მოსული ქომაგების 80% სწორედ „ბლანკოსს“ დაუჭერს მხარს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია, ვიდრე წინა პაექრობაში ვაჩვენეთ. ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არიან, მაგრამ ეს არც მოეთხოვებათ.“

„კარიმ ბენზემა დღევანდელ პაექრობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან მისი ფიზიკური კონდიციები არ მაკმაყოფილებს. ვიმედოვნებ, მესამე თამაშამდე მწყობრში ჩადგომას შეძლებს, ვინაიდან სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესი იქნება ევროპის სუპერთასის მატჩში.“

„რამოსი, ხამესი და მოდრიჩი თანაგუნდელებივით ვარჯიშობენ, მათ ნაკლებს დავალებას არ ვაძლევ, ვინაიდან ფიზიკურად თავს კარგად გრძნობენ. არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა „ჩელსის“ წინააღმდეგ, თუმცა მესამე პაექრობაში აუცილებლად გავლენ მოედანზე. სამივე მათგანი ძალიან დაგვჭირდება. ჩვენი მეტოქე „სევილიაა“, რომელიც ყოველთვის დიდი სიმწვავით გამოირჩევა.“

„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო კოლექტივი მყავს, თუმცა გაძლიერება არასდროსაა უდროო. მერწმუნეთ, 31 აგვისტომდე დიდი დროა. რა თქმა უნდა, აქტიურობას ვგეგმავთ. სიახლეები აუცილებლად იქნება. ასევე გეტყვით, რომ რამდენიმე ფიგურა დაგვტოვებს. ყველაფერს ეტაპობრივად ვიხილავთ.“

„მიხარია, რომ მარკო ასენსიოს მწვრთნელი ვარ. ის ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელსაც არაერთი საოცარი თვისება აქვს. ვფიქრობ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი დატოვებს თუ არა მარკო გუნდს.“

„უნდა შევეჩვიოთ იმ გარემოებას, რომ კრიშტიანო რონალდუ მომდევნო პაექრობებში ვერ დაგვეხმარება. პორტუგალიელი ფეხბურთელის „სევილიას“ წინააღმდეგ თამაში უკვე გამორიცხულია. ასევე კითხვისნიშნისქვეშ დგას ბერნაბეუს თასზე გამოსვლა. „შვიდიანს“ პრობლემები აქვს, რომელიც ნელ-ნელა მოგვარდება.“

„სამედიცინო შტაბმა კეილორ ნავასისთვის სპეციალური გეგმა შეადგინა, რომელსაც კოსტარიკელი კიპერი დეტალურად ასრულებს. ნავასის სუპერთასზე თამაში საეჭვოა, თუმცა ის მაინც მალე დაბრუნდება.“

„ენცო და ლუკა? მე მათი მამა ოჯახში ვარ და არა პრე-სეზონზე. მათ ანალოგიურად ვექცევი, როგორც სხვა ფეხბურთელებს.“

„მოხარული ვარ, რომ საჭირო ინფრასტრუქტურა არსებობს და ფეხბურთელები წინასასეზონო მზადებას იდეალურ გარემოში გადიან.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 ივლისი 2016
  • 6093
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)