მიდით, ლომებო, მიდით...

გუშინდელი მატჩის მიმოხილვა (ჩემებურად)


მიდით, ლომებო, მიდით...


დავიწყებ იმით, რომ მართლაც ძალიან ცუდი ამინდი იყო სტადიონზე. წვიმდა და სტადიონზე ძალიან სველი იყო, თავიდან მივხვდი რომ მაღალი დონის ფეხბურთს ვერ ვიხილავდი,სველი და გალუმპული ბალახის გამო.. მაგრამ ჩემდა გასაკვირვად ყველაფერი უკუღმა მოხდა. სიმართლე უნდა ითქვას თავიდანვე არ მჯეროდა, რომ რეალის საერთოდ რონალდუს გარეშე რომელიმე მატჩს მოიგებდა გასვლაზე, მიუხედავად იმისა რომ კლუბმა რონალდოს გარეშე ვალენსია დაამრცხა 2-3 მესტალიაზე, მერე რა იქ ხომ საუკეთესო ფორმაში მყოფი იგუაინი და კარგად მობურთავე ბენზემა გვყავდა ? ახლა კი გონსალო ტრამვირებული იყო, ხოლო კარიმი თავის ჩვეულ თამაშს რაც მესტალიაზე აჩვენა ნადმვილად არ აჩვენებდა წინა მატჩებში...
მატჩის დაწყებისთანავე მოვკალათდი და დავიძაბე, 45 წუთი გაუნძრევლად ვიჯექი და ემოციებს ვერ გადმოვცემდი... ოთახში ჩამოვაბნელე და მხოლოდ კომენტატორის ხმა ისმოდა...
მატჩის დაწყება არ მომეწონა ბურთს ორივე კლუბის ფეხბურთელები ცენტრში ათამაშებდნენ, მაგრამ სადღაც უკვე მეხუთე წუთისათვის მართლაც, რომ კმაყოფილი გახლდით არა რეალის თამაშით არამედ მატჩის ტემპით, რადგან მომენტი, მომენტზე იქმნებოდა ორივე კლუბის კართან და ამან უკან ჩემს სახეზე ღიმილი გამოიწვია.. პირველივე წუთებში ვიფიქრე, რომ გუტი არ უნდა გამოეყვანა მანუელს სტადიონზე რადგან ძალიან ბევრს სცოდავდა, კარგ პასებს ვერ აკეთებდა, ჯარიმაც კი ვერ დაარტყა.. მაგრამ როცა ყველაფერს ჩავუკვირდი მივხვდი, რომ მას პასებს გამოუვალ სიტუაცეიბში აძლევდნენ და გუტისაც სხვა გზა არ ქონდა მაგალითად ავიღოთ რიასორის მარცხენა ფლანგზე გაკეთებული მარსელოს პასი გუტისადმი რომლის დროსაც მარსელომა სამ ფეხბურთელში მყოფ გუტის მისცა პასი და შესაბამისად გუტიმ ის პასიც დაკარგააა....
ამის შემდეგ რეალმა მართლაც, რომ შტურმი მიიტანა დეპორტივოს კართან, გამოვყოფ ბენზემას დარტყმას რომელიც მართლაც, რომ უზადოდ შეასრულა ბენზემამ. მე ვფიქრობ რომ არა რაული, იქ შეიძლებოდა გოლი გასულიყო, რაული იმიტომ, რომ მან შეუშალა ხელი წინ გადაუხტა კარიმს რომელმაც არც თუ ისე ძლიერად ამოკრა ბურთს ფეხი...
გავიდა რამდენიმე წუთი და დეპორის საჯარიმოში მართლაც, რომ თავბურთი გაჩაღდა აქეთ რეალის ფეხბურთელები ურტყამდნენ ბურთს თავს იქით დეპორის ეს იმით დასრულდა, რომ ფელიპეს ნაცვლად მყოფმა, თუ არ ვცდები ლოპომ თავის ცუდად მოიგერია ბურთი, ამა თუ მოგერიება ქვია, საკუთარ საჯარიმოში გაგზავნა იგი, სადაც ყველას გრანერომ თავისი "გლუვი" თავი დაახვედრა და ანაგარიშიც გაიხსნა, ვერც ვინძრეოდი და ვერც ვერავის ვერ ვუზიარებდი ჩემს ემოციებს მატჩი კი გრძელდებოდა...
პირველი ტაიმის მიწურულს მართლაც დაიძაბა სიტუაცია რეალის კართან, კუთხური შემდეგ რეალმა წამოიწყო კონტრიერიში რომლის სიმართლე გითხრათ არ მეიმედებოდა მაგრამ ამ იერიშმა მართლაც ბევრი რამ შეცვალა ჯერ იმით დავიწყოთ, რომ მეტოქის ნახევარზე ბურთით კარიმი მირბოდა რომელმაც პასი კაკას გაუკეთა და თვითონ განაგრძო სირბილი, კაკამ კი გუტი ერთიერთზე დატოვა (როგორც მას ჩვევია ხოლმე), გუტიმ ბურთი მიიღო და ნელა შევიდა საჯარიმოში უცებ მეგონა, რომ მას ბურთი აებლანდა მაგრამ რას ვხედავ ბურთი უკვე ბენზემას აქვს და გავიგე ჩემი "მე"-ს კივილი "გოოოოოოოოოოოოლ". რავი ახლა უკვე ემოციებს ვერ ვმალავდი ეს მართლაც დიდებული კომბინაცია იყო რომელიც კარიმმა დაიწყო და მანვე დაასრულა.
შესვენებაზე მართლაც კარგ ხასიათზე ვიყავი არსად არ გადამირთავს და ისევ "მზეს" ვუყურებდი... დაიწყო მეორე ტაიმიც და აი ახლა რეალის თამაში მართლაც მომეწონა, მანუელი მართლაც ძლიერი ტაქტიკოსი აღმოჩნდა, გუნდმა ბურთი დაიჭირა და დაახლოებით 10-12 წუთი მოტოქეს ფეხბურთელები ბურთს ვერ ეკარებოდნენ, იმასაც დავუკვირდი, რომ სტადიონის იმ ადგილას სადაც ბურთი მოხვდებოდა მოიძებნებოდა რეალის ის სამი ფეხბურთელი რომელიც "სამკუთხას" ათამაშებდა და ჟარგონულად რომ ვთქვათ დეპორის ფეხბურთელებს "აპამპულავებდა"...
გრანერო,გუტი,კაკა მართლაც შეუდარებელნი იყვნენ, ყოველთვის ადგილების როტაციას მიმართავდნენ და მეტოქეს ამით აბნევდნენ, კიდევ ერთი დიდი პლუსი მანუელს..
ამის შემდეგ დეპორტივო ნელნელა შეეჩვია რეალის ნახევარს და იკერის კარში შორიდან დარტყმას მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, ლოტინას კი ახალახალი ფეხბურთელები შემოყავდა, ესეც შედეგს ვერ იღებდა, სიმართლე ითქვას დრენტე ძალიან შემეცოდა რადგან ერთიდაერთი წესიერი ფეხბრუთელი იყო სათადიროგოზე დარჩენილი და აქედან გამომდინარე, იგი ალბათ მიხვდა, რომ მას მანუელი მართლაც არ ენდობა ამიტომ იგი თავისთვის ხურდებოდა
მატჩის მიწურულს მართლაც დავიძაბე.... მართლა იყო იქ პენლატი?
როგორც რეალის გულშემატკივარი ვიტყვი, რომ არა მაგრამ როგორც ნეიტრალური პიროვნება ვიტყვი, რომ იქ მართლა იყო პენალტი... სერხიომ ხელი კრა რიკის, ეს სიტუაცია რეალის საჯარიმოში ვითარდებოდა ამიტომაც მსჯამმა რიკის პენალტის დარტყმის უფლება მისცააა.
გამორბენი, დარტყმა და არააააააააააააააააააააა.... კასილასი ძალიან შემეცოდა, გამოიცნო მიმართულება, ხელიც კი გაკრა მაგრამ ვაღიაროთ, რომ რიკიმ მართლაც კარგად შეასრულა დარტყმა....
დარჩენილმა წუთებმა მართლაც, რომ უხეშად ჩაიარა დეპორტივოს ფეხრბუთელები სულ უხეშობდნენ, მსაჯმა სამი წუთი დაამატა და ძალიან დავიძაბე მეგონა ეს სამი წუთი ყველაზე მძიმე იქნებოდა.. მაგრამ უცებ გენიალური კომბინაცია და ბენზემას "ისე რა გოლი" არანსუბიამ მართლაც ცუდად ითამაშა ამ სიტუაციაში, ბურთი ფეხებშუა გაუძვრა.... დასრულდა ეს მატჩი და რავი მზად ვიყავი კიდე ერთხელ მეყურებინა ამ მატჩისთვის, სიხარულისგან სავსე ვიყავი....... მთელი ღამე არ დამეძინა, ძალიან გახარებული ვიყავი....
ზუსტად ცხრა წელია რეალის გულშემატკივარი ვარ და ზუსტად ცხრა წელია ველი ამ დიად გამაჯვებას და აი დადგა ის სანატრელი დღე/ღამე ურაააააააა

პ.ს. დიდი მადლობა გუტი ამ გენიალური ღამისთვის.... რავი კიდევ ბევრი რამე მინდა ვთქვა მარა უნდა წავიდე დავწერო უნარების თორე დამახრჩობენ = ) dle 10.1

  • Skinhead
  • 31 იანვარი 2010
  • 2964
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 4
2 ლორენი 3
3 ჟერარი 3
4 ბეილი 2

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 0 0 0 0 0
2 პსჟ 0 0 0 0 0
3 გალათასარაი 0 0 0 0 0
4 ბრიუგე 0 0 0 0 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2019 (176)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)