ზიდანი:„ჩემ შვილს მთავარ გუნდში თამაშის შანსი მივეცი“

ზინედინ ზიდანმა „პსჟ“-სთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ბიჭებს მეტს ვერ მოვთხოვდი, ვინაიდან პრე-სეზონი ახალი დაწყებული გვაქვს, ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგ ტემპში მიდის. რაც ყველაზე მთავარია დავინახე, რომ ფიზიკური თვალსაზრისით აშკარად ვპროგრესირებთ.“

„მარცხი არავის უხარია, მათ შორის ვარ მეც, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრე-სეზონის პირველი მატჩი იყო. რეზულტატს არაფერი გადაუწყვეტია, აქედან გამომდინარე, ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს, სხვა მატჩებში უფრო კარგად ვითამაშებთ და შემადგენლობაც უფრო ძლიერი გვეყოლება.“

„მოწინააღმდეგე აგრესიული იყო, ჩვენ კი ამ კომპონენტში აშკარად მოვიკოჭლებდით, მაგრამ მეტოქე არაერთ ასპექტში დავჯაბნეთ, რამაც გამახარა. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, მაგრამ პირველ 45 წუთში ყველაფერს ნათელი მოეფინა.

„შემდგომი დაპირისპირების ჩატარება ლონდონის „ჩელსისთან“ მოგვიწევს, სადაც გაცილებით ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება, ვინაიდან კოლექტივში მატებაა. შეგირდები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დროულად ჩადგნენ ფორმაში. „არისტოკრატთა“ წინააღმდეგ არაერთ ტაქტიკას გამოვცდით.“

„ენცოს შანსი მივეცი, ისევე როგორც სხვა კასტილიელებს. ეს არის ტესტ მატჩები, სადაც ყველამ უნდა ითამაშოს.“

„კარიმ ბენზემა ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მას მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია. მიხარია, რომ ხამესი შემოგვიერთდა, ის მალე შეძლებს კოლექტივის დახმარებას. ხესე კარგ ფორმაშია და ყოველდღიურად უმატებს.“

„ახალგაზრდებთან ვმუშაობდი და ზუსტად ვიცი, რამხელა პოტენციალი აქვთ მათ. „რეალში“ თამაში იოლი არ არის, უდიდესი ბარიერები გადალახვა გიწევს, მაგრამ მთავარი მონდომება და შრომაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 ივლისი 2016
  • 4754
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)