ალბიოლი მადრიდში

ალბიოლი ვალენსიის პატარა ქალაქში დაიბადა. რაფა ბენიტესმა მას დებიუტის საშუალება 18 წლის ასაკში მისცა. ვალენსიას ალბიოლი გაანათხოვრა ხეტაფეში , ფეხბურთელი პირველი ორი თვის განმავლობაში სერიოზულად განიცდიდა სათამაშო დროის უქონლობას. მიუხედავად ყველაფრისა , მან მოახერხა და დაბრუნდა ფეხბურთში. ეხლა კი ის "La Roja"(ესპანეთის ეროვნული ნაკრების ზედმეტსახელი) ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. მის მიერ მოგებულ ტიტულებში შედის: ერთი ლა ლიგის, ერთი კოპა დელ რეის, ერთი უეფას თასის და ერთი ევროპის ჩემპიონის ტიტული. ეხლა უკვე , ალბიოლის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. ყველაფერი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება, როცა მას სანტიაგო ბერნაბეუზე ოფიციალურად წარადგენენ. მაგიური დღე ახლოვდება.


მადრიდში ჩამოსვლა

მას შემდეგ , რაც იგი ჩამოფრინდა ქალაქში ვალესიიდან , ალბიოლმა განაცხადა თუ როგორი ბედნიერი და მოახალური იყო , რომ მადრიდის რეალის ფეხბურთელი ხდებოდა. ფეხბურთელი, რომელსაც თან ახლდა მამა, მეუღლე და ქალიშვილი და ძმა გადაიყვანეს Mirasierra Suites Hotel-ში.

[img]http://www.realmadrid.com/cs/Satellite?blobcol=urldata&blobheadername1=Content-disposition&blobheadervalue1=attachment; filename=Raúl_Albiol.jpg&blobkey=id&blobtable=MungoBlobs&blobwhere=1202889405968&ssbinary=true[/img]


სამედიცინო შემოწმება

რაულ ალბიოლი მანამ სანამ წარსდგება სანტიაგო ბერნაბეუზე მაყურებლების წინაშე , იტარებს სამედიცინო შემოწმებას ვარგისიანობასთან დაკავშირებით. Sanitas La Moraleja Hospital-ში ფეხბურთელი ყველანაირ ტესტზე შემოწმდა. ყველა პასუხი დადებითი იყო, "ის აბსოლიტურად მზადაა სათამაშოდ, მას შეუძლია ვარჯიშის დაწყება პრეზენტაციის დასრულებისთანავე და იგი აკმაყოფილებს სამწვრთნელო შტაბის ყველა მოთხოვნებს"-აცხადებს ექიმი.

სანტიაგო ბერნაბეუზე

მას შემდეგ, რაც მან გაიარა სამედიცინო შემოწმება , ის მივიდა სანტიაგო ბერნაბეუზე , სადაც იგი გენერალურმა დირექტორმა და პრეზიდენტის მრეზიდენტის მრჩეველმა ხორხე ვალდანომ. იქვე იყვნენ კლუბის სპორტული დირექტორი - პარდესა და ინსტიტუციონალური ურთიერთობების სამსახურის დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიო, რომლებიც დიდი სიხარულით შეხვდნენ ფეხბურთელის კლუბში გადმოსვლას. ალბიოლმა ასევე გამონახა დრო, რომ შეხვედროდა კლუბის სხვადასხვა წარმომადგენლებს.

ალბიოლი სტუმრობს REALMADRID.COM-ს

მიუხედავად ძალიან დატვირთული და მომქანცველი გრაფიკისა, მას სახეზე ღიმილი მაიც არ მოშორებია, სანტიაგო ბერნაბეუზე სტუმრობისას, რაულ ალბიოლს ხელიდან არ გაუშვია მომენტი იმისა, რომ საპრეზიდენტო აპარტამენტიდან დაეთვალიერებინა მოედანი. მის ცხოვრებაში ყველაზე დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა და ესტუმრა Realmadrid.com-ს , სადაც მან გამოხატა დიდი დაინტერესება იმაზე, თუ როგორ მუშაობდა ვებ გვერდი და წაიკითხა ყველა ის სიახლე, რომელიც მასზე დაიწერა მთელი დღის განმავლობაში.

ლანჩი და დასვენება

Realmadrid TV-სთან ინტერვიუსა და სანტიაგო ბერნაბეუზე გასეირნების შემდეგ რაულ ალბიოლი ხორხე ვალდანოსთან,მიგელ პარდესასთან და საკუთარ აგენტთან-მანუელ გარსია ქუილონთან ერთად სავახშმოდ დაჯდა. ვახშმის შემდეგ ის წავა სასტუმროში, სადაც დაისვენებს და მეომზადება პრეზენტაციისთვის.

წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 2200
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)