კასილასი:"აუცილებლად უნდა მოვიგოთ"

იკერ კასილასი "As"-ის ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა...


განზრახვა

"ლა კურუნიაში მხოლოდ მოსაგებად ჩავდივართ. ქულათა მარაგი კიდევ სამით უნდა შევავსოთ და ისტორიული გამარჯვებაც მოვიპოვოთ."

კრიშტიანო რონალდო

"კრიშტიანოს განზრახ არ მოურტყამს ხელი მტილიგასთვის, ეს ყველამ კარგად იცის. პორტუგალიელმა ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ესპანური ფეხბურთის ფედერაციამ მას 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მაინც შეუფარდა. რამდენიმე შეხვედრა მის გარეშეც უნდა მოვიგოთ, ეს მადრიდის "რეალია", სადაც ერთი მოთამაშის არყოფნა არაფერს ცვლის, 10 კაციც, რომ დაგვაკლდეს მაინც ჩვენს სასიკეთოდ უნდა დავასრულოთ დამდეგი დაპირისპირება."

ფელიპე ლუისი

"იგი ვერ ითამაშებს, ეს ძალიან სამწუხაროა. ფელიპე საკუთარი გუნდის შეუცვლელი და საუკეთესო ფიგურაა, მისი არყოფნა "დეპორს" ძალიან დაეტყობა."

ბენზემა

"კარიმს ზიდანის ბევრი თვისება აქვს. მისი თამაშის სტილი ძალიან მომწონს. ვარჯიშებზე ძალიან ბევრი გოლი გააქვს და იმედი მაქვს ოფიციალურ მატჩებშიც გამოიჩენს თავს."

იგუაინი

"პიპიტა ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია, ის მხოლოდ 22 წლისაა და უკვე მადრიდის "რეალის" ერთ–ერთ ლიდერად ითვლება. ის ძალიან კარგად თამაშობს, ამას მისი გატანილი გოლებიც ადასტურებს. გონსალო კარგი ბავშვია, რომლისგანაც დიდი ფეხბურთელი დადგება."

რაული

"უკომენტაროდ... რაული მადრიდის "რეალის" სული და გულია."

დაცვის ხაზი

"არბელოა, ალბიოლი, რამოსი, პეპე, მარსელო შესანიშნავი ნაკრებია, ახლა მათ კამპანიას ეზეკილ გარაიც შეუერთდა. შედარებაც კი არ ღირს შარშანდელი და წლევანდელი უკანა ხაზის, 2009 წელს ძალიან ბევრ გოლებს ვუშვებდით, წელს კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. სამეფო კლუბი ძველ დიდებას იბრუნებს."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 30 იანვარი 2010
  • 1788
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)