რონალდო VS ბეილი

მადრიდის "რეალის" წამყვანი ფიგურები დღეს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო და უელსელი გარეთ ბეილი უძლიერესის ვინაობას გაარკვევენ.


გასულ წლებში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ორი მეგავარსკვლავი ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობდა. მხედველობაში მაქვს, პერიოდი, როდესაც გარეთ ბეილი "ტოტენჰემის" რიგებში იყო, რონალდო კი "მანჩესტერს" ეხმარებოდა ტიტულების მოგებაში. ამ სტატიაში მინდა, რომ ჩამოვთვალო და აღვწერო ამ ფეხბურთელების თითოეული დაპირისპირება გასულ წლებში.

პრემიერ ლიგა 2008/09 : ტოტენჰემი 0-0 მანჩესტერ იუნაიტედი

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო 2008/09 წლებში შესანიშნავად თამაშობდა და გუნდის ლიდერადაც ყალიბდებოდა, თუმცა ამ დროს "ტოტენჰემის" რიგებში გარეთ ბეილი 12 თვის მანძილზე ვერ ახერხებდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას, რაც მისი ასაკიდან იყო განპირობებული. მიმდინარე მატჩში ბეილს რონალდოსგან განსხვავებით მონაწილეობა არ მიუღია.

პრემიერ ლიგა 2008/09 : მანჩესტერ იუნაიტედი 5-2 ტოტენჰემი

საოცარი მატჩი გამოვიდა "ოლდ ტრაფორდზე" , როდესაც "იუნატედმა" რონალდოსა და კოლექტივის დახმარებით პირველი ტაიმის 0:2 წაგების შემდეგ, შესანიშნავი "ქამბექი" გააკეთა და მეორე ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 2 გოლის გატანა მოახერხა, როდესაც ბეილი მოედანზე მხოლოდ 86-ე წუთზე გამოვიდა.

ასოციაციის თასის მე-4 რაუნდი 2008/09 : მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 ტოტენჰემი

2008/09 წლების სეზონში "იუნატედი" და "ტოტენჰემი" ხშირად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ასოციაციის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა "ოლდ ტრაფორდზე" სადაც მასპინძლებმა 2-1 გაიმარჯვეს. მიუხედავად მიღწეული კარგი შედეგისა , გულშემატკივრები რონალდოსადმი გამაკრიტიკებელ ფრაზებს არ იშურებდნენ. პორტუგალიელმა უხეშად, რომ ვთქვათ ბერბატოვს შედევრი "მოპარა" , რაც განპირობებული იყო პორტუგალიელის მხრიდან გოლის გატანის წყურვილით. აღსანიშნავია, რომ ბეილს კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.

ინგლისის ლიგის თასი : მანჩესტერ იუნაიტედი 0-0 (4-1 პენ) - ტოტენჰემი

ამ თამაშში უელსელი მოედანზე დამათებით დროში გამოჩნდა და ხეირიანი არაფერი გაუკეთებია. ამ პერიოდში ბეილი "ტოტენჰემისთვის" ითვლებოდა, როგორც პერსპექტიული მოთამაშე, რომელიც ჯერ-ჯერობით მზად არ იყო ამ დონის შეხვედრებისთვის. სხვაგვარად იყო საქმე "მაჩესტერელელთა" რიგებში, რომელიც კრიშტიანოს ლიდერობით ახერხებდა წარმატებების მიღწევას. რონალდომ პენალტების სერიაში გოლის გატანა მოახერხა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი. I რაუნდი (2010-11): მადრიდის რეალი 4-0 ტოტენჰემი

ამ სეზონში ინგლისელებმა თავიანთი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გააკეთეს. ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფის ეტაპზე "მილანი" და გერმანული "ვერდერი" გამოთიშეს ასპარეზობას და 1/4 ფინალამდე მიაღწიეს. ჰარი რედნაპის ხელმძღვანელობით გუნდი ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა, თუმცა მათი ოპონენტები ამჯერად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი - მადრიდის "რეალი" იყო. "ბლანკოსის" გამარჯვებაში მთავარი წვლილი სწორედ პორტუგალიელმა შეიტანა და სტუმრები უშანსოდ დატოვა. ბეილმა ამ მატჩში დასამახსოვრებელი ვერაფერი გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი. II რაუნდი (2010-11) : ტოტენჰემი 0-1 რეალი

ამ მატჩს ფორმალური ხასიათი გააჩნდა. ახალგაზრდა ბეილი ნელ-ნელა პროგრესირებდა და უკვე ინგლისელთა რიგებში ერთ-ერთ მთავარ დამრყმელ ძალას წარმოადგენდა. ჩრდილოეთ ლონდონში გამართული მატჩი ისევ ესპანელების გამარჯვებით დასრულდა.

როგორც შეიტყვეთ, ამ დრომდე , უელსელისა და პორტუგალიელის დაპირისპირებაში მუდმივად რონალდო იყო გამარჯვებული, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარეთი ამ დროს ძალიან პატარა (ასაკის მხრივ) იყო და იმ დონეზე არ იმყოფებოდა, როგორც მაგალითად ახლა. ასე, რომ დღესდღეისობით 2 გენიალური ფეხბურთელი, რომლებსაც საოცარი შესაძლებლობები გააჩნიათ და ამავდროულად წარმატების მისაღწევად თავს არ ზოგავენ, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. იმედი ვიქონიოთ, რომ ვიხილავთ ისეთ თამაშს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დიდი ხნის მანძილზე დარჩება. dle 10.1

  • NovaK
  • 6 ივლისი 2016
  • 4577
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)