ოფიციალური განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ევროკომისია სწავლობდა სხვადასხვა ესპანური კლუბების მიერ სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ არამართლზომიერი მხარდაჭერის საკითხს, რომლის დროსაც დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მხარდაჭერით , კლუბების ნაწილი სხვებთან შედარებით , ჩადგა უპირატეს მდგომარეობაში, რაც არაკანონიერად იქნა ცნობილი. შესაბამისად "მადრიდის რეალს" და სხვა რამოდენიმე ესპანურ კლუბს დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა. "მადრიდის რეალი" აღნიშნულ სანქციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Halamadrid.ge უცვლელად გთავაზობთ


ევროკომისიის მხრიდან გაჟღერებულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სხვადასხვა ესპანური კლუბების მიერ სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიღებას, "მადრიდის რეალს" სურს განაცხადოს შემდეგი:

1. 2011 წელს ქალაქ მადრიდის მერიასა და "მადრიდის რეალს" შორის ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რომლის მთავარი მიზანიც იყო ის, რომ ლას ტაბლასის N B-32 მიწის ნაკვეთის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ვინაიდან აღნიშნული მიწა იყო საზოგადოებრივი დანიშნულების, მერია თვითონ აირჩევდა მისთვის ყველაზე მომგებიან კომპენსაციის გადახდის გზას. ეს ვალდებულებები აღებული იყო ქალაქ მადირიდის მერიის მიერ სპორტული ქალაქის ბარტერული კონვენციის შესრულების მიზნით, რომელიც "მადრიდის რეალის" მიერ 1998 წელს იქნა ხელმოწერილი. ნებისმიერი სხვა სახის კომპენსაციის ფორმულა ქალაქის მერიას უჯდებოდა B-32 მიწის ნაკვეთის ღირებულების ორმაგი ოდენობა.

2. შეფასების მეთოდი, რომელიც გამოყენებულია ზემოთხსენებულ კონვენციაში, წარმოადგენს ერთადერთ ობიექტურ მეთოდს, ვინაიდან ის დაფუძნებულია საკადასტრო ღირებულებაზე, რაც იურიდიულად სავალდებულოა ესპანური ქალაქის ყველა მერიიისთვის და ამავდროულად ის გამოიყენება ქალაქის მერიასა და მესამე პირს შორის ურთიერთობებისას , მიუხედავად იმისა, იქნება ეს საჯარო, თუ კერძო პირი. საკადასტრო ღირებულება ითვლება სახაზინო დეპარტამენტის მიერ და ის გამოიყენება მთავრობის მიერ , ვინაიდან ის ყველაზე ობიექტური მეთოდია.

3. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ევროპის კომისიამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ღირებულების დათვლის მეთოდად გამოიყენა ის, რომელიც შეიმუშავა ბარსელონაში მდებარე არქიტექტურის სამსახურმა, რომელსაც მცირე გამოცდილება აქვს ანალოგიური მეთოდების დადგენისას, ხოლო ქალაქ მადრიდში ღირებულების დადგენის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია. "მადრიდის რეალმა", მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული აქვს ერთადერთი ობიექტური და იურიდიულად აუცილებელი ღირებულების დათვლის საკადასტრო მეთოდი, წარმოადგინა მსოფლიოში აღიარებული კომპანიის Aguirre Newman-ის მიერ შედგენილი ღირებულების დათვლის ანგარიში, სადაც მითითებული იყო, რომ "მადრიდის რეალს" არ მიუღია კომპენსაცია 7,5 მლნ. ევროს ოდენობით, რომელიც მას ეკუთვნოდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვინაიდან "მადრიდის რეალს" ეცნობა უკვე გადაწყვეტილების შესახებ, ის აპირებს მიმართოს სააპელაციო სარჩელით ევროპის კავშირის სასამართლოს იმ იმედით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნება ცნობილი.

ნებისმიერ შემთხვევაში, "მადრიდის რეალს", სწორი საბუღალტრო აღრიცხვის გათვალისწინებით, თავის დროებით ანგარიშებზე აქვს ის რაოდენობის თანხა, რომელიც შეიძლება მას საბოლოოდ დაეკისროს! dle 10.1

  • shvela
  • 5 ივლისი 2016
  • 6620
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)