მადრიდული ქველმოქმედება

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, იოლეტე აზურ-ჩარლსი და ხოსე მიგელ დელ იერო ახალ ღონისძიებას მართავენ, სახელწოდებით–"ჰაიტის მომავალი". მადრიდულ ორგანიზაციაში, იკერ კასილასი, სერხიო რამოსი და რაულ გონსალეს ბლანკო ირიცხებიან. ესპანელებს დიდი დახმარება გაუწია სტივენ ჟერარდის ინგლისურმა სკოლა–ლიცეუმმაც. ჰაიტის დასახმარებლად მსოფლიოს ყველა კუთხის და რჯულის ფეხბურთელები ერთიანდებიან.


მადრიდული ქველმოქმედება

ფლორენტინო პერესი და მისი თანამოძმეები უკვე ათასობით ადამიანს დაეხმარნენ. მადრიდულმა ორგანიზაციამ მილიონობით ჰაიტელი დააპურა და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. მათი მთავარი მიზანია დაქცეულ ქვეყანას, მომავალი თავიდან აუშენონ და იქაურ მოსახლეობას ცხოვრების არსი დაუბრუნონ. სამეფო კლუბის მესვეურები დიდ მადლობას უხდიან სტივენ ჟერარდის სკოლას, რომელმაც 300–ზე მეტ უსახლკარო ბავშვს ახალი კერა შეუქმნა. ასე, ერთიანი ძალისხმევით ცდილობენ დაქცეული და გაპარტახებული კუნძულის აღდგენას მადრიდელები.
მადრიდული ქველმოქმედება

მსოფლიოს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები დიდ მადლობას უხდიან ესპანელებს. მათი განცხადებით, "ბლანკოსის" ბოსები და ამ კლუბის უბრალო წევრები ძალიან დიდ და სასარგებლო საქმეს აკეთებენ. "ჰაიტი ჩვენს გულშია, მათ ყოველთვის დავეხმარებით"–განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
მადრიდული ქველმოქმედება

მადრიდის "რეალის" დახმარების ფონდი 2004 წლიდან არსებობს

მადრიდის "რეალის" დახმარების ფონდს მრავალწლიანი ისტორია აქვს. ესპანური გრანდის პრეზიდენტები, ფეხბურთელები, თუ მწვრთნელები 2004 წლიდან მოყოლებული ყველა გაჭირვებულ და უსახლკარო ადამიანს უანგაროდ ეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსს" მცირე ფინანსური პრობლემები აქვს, ჰაიტის დახმარება ჯერაც არ შეუწყვეტია და როგორც "თეთრების" მესვეურები აცხადებენ, ეს არასოდეს არ შეწყდება.
მადრიდული ქველმოქმედება

მადრიდული ორგანიზაციის თანამოაზრე და მეგობარი კონპანიები მსოფლიოს მრავალ კონტინეტზე გვხვდება: აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპის უმეტეს რეგიონებში.

ესპანელი მილიონერები საკუთარი ორგანიზაციის გაფართოებას გეგმავენ. მათი განმარტებით, მალე მთელი მსოფლიოს დახმარებას შეძლებენ და უსახლკარო ადამიანების რიცხვიც ერთი–ორად შემცირდება. სულ მალე, მადრიდულ კამპანიას ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდება, მათ შორის პირველი შემოთავაზება კატალონიის "ბარსელონადან" მოვიდა. ასე, რომ ყველა ერთად ჰაიტის დასახმარებლად.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 29 იანვარი 2010
  • 2132
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)