უმნიშვნელოვანესი დებიუტი

სანტიაგო ბერნაბეუს შესასვლელები დღეს კიდევ ერთხელ გაიღება, გაიღება "მშვიდობის თასის"-თვის, რომელიც არის მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი არაოფიციალური ტურნირი. ბლანკოსები შეხვდებიან საუდის არაბეთის ალ იტიჰადს, ამ თამაშში შედგება ბენზემასა და რონალდუს დებიუტი სანტიაგო ბერნაბეუზე.


"მშვიდობის თასი" შეიძლება ითქვას ერთგვარი საზაფხულო ჩემპიონთა ლიგაა, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა კლუბები იღებენ მონაწილეობას და სადაც თითოეული მათგანი უჩვენებს თუ რა დონეზეა მზად მომდევნო სეზონისათვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონატი აზიის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ტარდება.

მანუელ პელეგრინს კვლავ არ ეძლევა საშუალება გამოიყენოს კონფედერაციის თასის მონაწილე ფეხბურთელები-კაკა,კასილასი,რამოსი,ალბიოლი, მაგრამ მას აქვს საშუალება დააკვირდეს, თუ მოზადების რა დონეზე იმყოფებიან მისი შეგირდები და თუ რა ტემპით ახდენენ ისინი იმ სტილის ათვისებას, რის დანერგვასაც იგი კლუბში აპირებს.

ვან ნისტელროი , დიარა და პეპე კვლავ გადიან აღდგენით ვარჯიშებს, მაგრამ სამაგიეროდ ესტებან გრანერო მოხვდა განაცხადში და შეიძლება დღეს მისი დებიუტიც შედგეს სანტიაგო ბერნაბეუზე. ალ იტიჰადი საკუთარ ჩემპიონატში მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდა და კიდევაც მოიგეს თასი. ის აზიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ბევრ ცნობილ ფეხბურთელს , როგორიცაა რობერტო დონადონი აურჩევია იგი კარიერის დასასრულებლად.

ალ იტიჰადი დაარსდა 1928 წელს. იგი უძველესი კლუბია საუდის არაბეთში, რომელსაც ყავს საფეხბურთო,საკალათბურთო,წყლის პოლოს,საფრენბურთო,პინგ-პონგის და საცურაო კლუბი. იტიჰადი არაბულ ენაზე ნიშნავს ერთობას და კლუბი დაარსდა იმ მიზეზით, რომ გაეერთიანებინა სხვადასხვა კლუბები Mecca-დან და Jeddah-დან. აზიის ბევრ საუკეთესო ფეხბურთელს უთამაშია ამ კლუბში, როგორებიც იყვნენ 2005 წლის აზიის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი ჰამად ალ მონტაშარი, რომელსაც საკუთარი ეროვნული ნაკრების რიგებში ექვსი გოლი აქვს გატანილი და რომელიც მონაწილეობდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 26 ივლისი 2009
  • 4406
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)