პორტუგალიურმა პრესამ რონალდო დააჯილდოვა

რონალდო კვლავ აგრძელებს პრიზების შეგროვებას. პორტუგალიური პრესის გადაწყვეტილებით მადრიდის რეალის 9 ნომერი, პორტუგალიის საზღვრებს გარეთ მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელია.


"რონალდო პორტუგალიის ნაწილია. შეუძლებელია ამ სახელმწიფოს წარმოდგენა მის გარეშე, ფიგუსთან და ეუსებიოსთან ერთად ის უკვე შევიდა პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. თუმცა იგი მაინც ყველასგან გამორჩეულია. კრიშტიანო ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც ოქროს ბურთი მოიგო, ამას გარდა იგი უკვე 70 მატჩია, რაც კაპიტნობს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. მას კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი, განსაკუთრებით კი ახლა, ვინაიდან იგი იცავს მადრიდის რეალის ღირსებას." - განაცხადა პორტუგალიური სორტული ჟურნალისტიკის პრეზიდენტმა ანტონიო ფლორენსიომ.

"მე უკვე მესამედ მოვიგე ეს ტიტული, რაც ძალიან დიდ სიხარულს მგვრის." განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

აგრეთვე პორტუგალიის სპორტული ჟურნალისტიკის ასოციაციამ პორტუგალიაში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელად პორტოს მცველი ბრუნო ალვეში დაასახელა. პორტუგალიის გარეთ საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მაურინიო, პორტუგალიაში მოღვაწე მწვრთნელად ჟესუალდო ფერეირა, ხოლო პორტუგალიის უმაღლესი ლიგის საუკეთესო დებიუტანტად პორტოს თავდამსხმელი ჰალკი აღიარეს.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 28 იანვარი 2010
  • 1644
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)