ზიზუ: "პოგბასნაირ ტალანტზე უარს არავინ იტყვის"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის განცხადებით, პოლ პოგბა იმდენად ნიჭიერია, რომ გასაკვირი იქნება, თუ მისი გადაბირება გრანდებს არ ენდომებათ.


"პოგბა უნიჭიერესი ფეხბურთელია და არ მიკვირს, რომ მასზე გრანდებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ჩემი აზრით, იგი საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელი ლიდერია."

"ევროპის ჩემპიონატზე ფრანგებს გამარჯვების დიდი შანსი აქვთ. "მამლები" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით იასპარეზებენ და რაც მთავარია გათამაშება ჩვენს ქვეყანაში ტარდება. ეს დამატებითი სტიმული და მოტივაციაა. ფანები ყოველთვის ასრულებენ მეთორმეტე მოთამაშის ფუნქციას."

"მინდა განვაცხადო, რომ გუარდიოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში. იგი ახალგაზრდა მწვრთნელია, თუმცა უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია. პეპს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ჰყავს გაწვრთნილი, „ბლაუგრანას“ საუკეთესო ხანა სწორედ გუარდიოლას დროს იყო და ეს არ უნდა დაგავიწყდეთ."

"მინდა, რომ კრიშტიანო რონალდოს წარმატებები ვუსურვო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. მან საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო რაც კი შეიძლებოდა. ახლა კი მას სანაკრებო წარმატებების დროც დაუდგა."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 10 ივნისი 2016
  • 7044
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)