სერხიო რამოს გარსია

სერხიო რამოს გარსია დაიბადა 1986 წლის 30 მარტს ანდალუსიაში. ის არის ეროვნებით ესპანელი და ასპარეზობს ,,მადრიდის რეალში".


მადრიდის რეალში სერხიოს მეოთხე ნომერი მისცეს, რომელსაც თავის დროზე ლეგენდარული ფერნანდო იერო ატარებდა. მან პირველი გოლი 2005 წლის 6 დეკემბერს ,,ოლიპმიაკოსს" გაუტანა, სხვათაშორის ის მატჩი რეალმა 3-2 წააგო. პირველ წლებში ის ცენტრალურ მცველად ასპარეზობდა , მაგრამ პეპესა და ქრისტოფ მეტცელდერის მოსვლის შემდეგ მან მარჯვნივ გადაიწია. მას ჰქონდა და აქვს უნიკალური გოლის ალღო, რასაც ადასტურებს მისი 20 გოლი პირველ ოთხ სეზონში. მისი თქმით ის ადრე თავდამსხმელათაც თამაშობდა.

2008 წლის 4 მაისს მან ასისტენდობა იგუაინს გაუწია ,,ოსასუნასთან" მატჩში. ის შეხვედრა კი რეალისთვის საჩემპიონო გახლდათ, ხოლო სეზონის ბოლო თამაშზე ,,ლევანტე"-სთან წინააღმდეგ მან შეაგდო ორი ბურთი, რაც მცველისთვის საოცარი შედეგია.

უკვე შემდეგი სეზონის წინ, ესპანეთის სუპერ თასზე მან ვალენსიის კარი აიღო და გუნდს დახმარება გაუწია ტიტულის მოგებაში. იმ მატჩი კი ძალიან დრამატული გამოდგა და მადრიდის რეალმა, რომელსაც 2 ფეხბურთელი ჰყავდა გაძევებული შესანიშნავ გამარჯვებას მიაღწია. სერხიომ კი ამის შემდეგაც განაგრძო გოლების გატანა.

სერხიო რამოსი შევიდა 2008 წლის სიმბოლურ გუნდში ,,ფიფა"-სა და ,,უეფა"-ს ვერსიით, ხოლო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მან ამავე წელს 21-ე ადგილი დაიკავა, რაც მცველისთვის ურიგო ნამდვილად არ არის. 2008-2009 წლები კი როგორც გუნდისთვის, ასევე მისთვის საშინელი გამოდგა. სერხიომ კი ყველა ტურნირზე მხოლოდ 5 ბურთის გატანა მოახერხა.

ახლა კი გთავაზობთ სერხიოს სანაკრებო კარიერას

2005 წელს სერხიო რამოსი იყო ესპანეთის ნაკრების (21-წლამდე) ერთ-ერთი ლიდერი. 26 მარტს მისმა გუნდმა 3-0 მოუგო ჩილეს ნაკრებს. უკვე 18 წლის ასაკში მას დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ჰქონდა დებიუტი ამ ასაკში ბოლო 55 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს რეკორდი არანაკლებ ნიჭიერმა ცესკ ფაბრეგასმა მოხსნა.

დებიუტის შემდეგ 2006 წელს მან ძირითადში ითამაშა 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ. ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე კი ის ძირითადის ფეხბურთელად გაემგზავრა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებზე კი სერხიო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და მან 2 გოლის გატანა შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე კი ის გუნდს ძალიან გამოადგა. შესამჩნევი იყო მისი ბრწყინვალე ჩართვები შეტევებში და დაცვაში საოცარი თამაში. ის შესანიშნავად გამოიყურებოდა მთელი ტურნირის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ როცა ესპანეთი ფინალის მოგებას ზეიმობდა, სერხიომ ანტონიო პუერტას მაისური ჩაიცვა, მის საპატივცემულოდ.

სერხიო აგრძელებს უნიკალურ თამაშს ნაკრებში და მადრიდის რეალში. მე მინდა წარმატება ვუსურვო მას ორივე ფრონტზე.


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)