სიმეონე: "ამ ჭრილობის მოშუშება რთული იქნება"

დიეგო სიმეონეს განცხადებით, მის გუნდს მადრიდის "რეალმა" კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა, რომლის მოშუშება ძალზედ რთული იქნება.


"არ ვიცი როგორ შევაფასო მატჩი. ასეთ მძიმე შეხვედრაში დამარცხების შემდეგ დაპირისპირების გაანალიზება ძალიან რთულია. ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ მატჩი ცუდად დავიწყეთ, შემდეგ კი ჩვენი თამაში ვიპოვეთ."

"საუკეთესო ის არის, ვინც ფინალში იმარჯვებს და დღეს ეს მადრიდის "რეალი" იყო. მათ შექმნეს მომენტები და ჩვენი დამარცხება თერთმეტმეტრიანების სერიაში მოახერხეს. გამარჯვებული სამეფო კლუბია და აქ სათქმელი არაფერია."

"ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თვალებზე ცრემლები შეეშროთ, რადგან ისინი საუკეთესონი არიან მსოფლიოში. პენალტები ნამდვილი ფორტუნაა და არ იცი ვის გაუმართლებს. ჩემი გუნდით ნამდვილად ვამაყობ."

"ჩვენ შევძელით "ბარსელონას" და "ბაიერნის" დამარცხება. ვფიქრობ ეს არის მშვენიერი არგუმენტი იმისათვის, რომ "ატლეტიკო" საზოგადოებამ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზროს. სამწუხაროდ "რეალის" დასამარცხებელი ძალა აღარ შემოგვრჩა."

"ზინედინ ზიდანის გუნდმა მძიმე ჭრილობა მოგვაყენა, რომლის მოშუშებაც ადვილი არ იქნება."
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)