პერესი: "ბრავო ზიზუ!"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მადლობა გადაუხადა ზინედინ ზიდანს.


"ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიის შექმნას. ეს იყო ძალზედ დაძაბული დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებულები გამოვედით, რაც ფეხბურთელების, ფანების და სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი დამსახურებაა."

"ვთვლი, რომ ზიდანი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის დღევანდელ სამეფო კლუბში. მან ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო ფეხბურთელის, დამხმარე მწვრთნელის და მთავარი მწვრთნელის რანგში. იგი უდიდესი პიროვნებაა. როდესაც იგი ფეხბურთს თამაშობდა, ფინალის მოგების შემდეგ მოვიდა და მითხრა, ჩვენ ეს შევძელით პრეზიდენტო. ეს სიტყვება ახალ უკვე მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან მოვისმინე და მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის."

"ყოველ სეზონში მნიშვნელოვანი მატჩები მრავლად არის, თუმცა ფინალი ყველაზე მთავარია. ლა ლიგაში მხოლოდ ერთი ქულა დაგვაკლდა წარმატებამდე. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ 2015/16 წლების სეზონი ძალიან წარმატებული იყო ჩვენი გუნდისთვის. დღევანდელი გამარჯვება ეძღვნება ყველა მადრიდისტას, განსაკუთრებით მინდა კიდევ ერთხელ მოვიხსენიო ერაყში ტერორისზმის შედეგად დაღუპული მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები, რომლებიც ფან კლუბში დაიღუპნენ."

"პერსონალურ მადლობას ვუხდი სერხიო რამოსსაც ბრწყინვალე სეზონის გამო. იგი ნამდვილი კაპიტანია. რამოსმა თავის მხრებზე იტვირთა მთელი გუნდის პრობლემები და იანვრიდან ცდილობდა კლუბში ვითარების დალაგებას, რაც მწვრთნელთან ერთად გამოუვიდა."
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)