სერხიო რამოსი:„გუნდმა საუცხოოდ უნდა ითამაშოს“

სერხიო რამოსმა „ბლანკოსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა...


„თითოეული შეცდომა შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად. მეტოქეს კარგად ვიცნობთ და შესაძლებლობებსაც ვითვალისწინებთ.“

„უკვე დიდი ხანია „ბლანკოსში“ ვირიცხები, მაგრამ ეს სეზონი იმ მხრივ არის განსაკუთრებული, რომ კაპიტანი ვარ. ვიმედოვნებ, ამ რანგში თასის აღმართვას ვიზეიმებ და დიდ სიხარულს მადრიდისტებთან ერთად „სიბელესზე“ გამოვხატავ.“

„შეცდომა ტიტულის წაგებად შეგვიძლია დაგვიჯდეს, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღებით და 200%-იანი კონცენტრაციით თამაში გვმართებს.“

„2 წლის წინ ჩემპიონები გავხდით. 24 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულ თარიღად დარჩება, ვინაიდან სწორედ ამ დღეს დავეუფლეთ თასს. ვეცდებით, წარმატება გავიმეოროთ და კოლექციას მეთერთმეტე შევმატოთ.“

„მადრიდისტების მხარდაჭერა აქამდე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სეზონის გადამწყვეტ მატჩში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. იტალიაში არაერთი ქომაგი იქნება, რომელიც მეთორმეტე ფეხბურთელის როლს შეასრულებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 მაი 2016
  • 2445
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)