რონალდუ: "დაივიწყეთ "სიტი" და "პსჟ", მე სხვა გეგმები მაქვს"

კრიშტიანო რონალდუმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა


მომავალი: "ვაპირებ კარიერა "მადრიდის რეალში" დავასრულო. მინდა . რომ 41 წლისამ დავტოვო აქაურობა (იცინის). ვნახოთ , თუ შევძლებთ ხელშეკრულების გახანგრძლივებას სეზონის ბოლოს. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. მინდა აქ დარჩენა. ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ამ კლუბთან, როგორც ცუდი მომენტები, როცა ოთხი წლის წინ ბედნიერი არ ვიყავი , ასევე ძალიან ბევრი კარგი მომენტი. ამჟამად ბედნიერი ვარ და "მადრიდის რეალზე" უკეთეს კლუბს ვერ ვხედავ, ასეთი უბრალოდ არ არსებობს. სხვა კლუბები შესაბამისად დაივიწყეთ ("პსჟ", "სიტი"...)"

ბენიტესი: "ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ბევრს ვერ ისწავლი. მწვრთნელისგან ყოველთვის შეიძლება რაღაც შეძენა. ბენიტესის შემთხვევაში საქმე განსხვავებულად იყო. არის რაღაც-რაღაცეები, რასაც ვერავინ ვერ გასწავლის. ბენიტესი მეუბნებოდა და მიხსნიდა, როგორ უნდა დამერტყა ბურთისთვი, როგორ დამემუშავებინა ის... მეც "ვეთანხმებოდი". უბრლაოდ მინდა "მადლობა" ვუთხრა, ეს არის და ეს."

ზიდანი: "ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ბევრს არ ლაპარაკობს და ძალიან პოზიტიური განწყობა აქვს. მას მშვენივრად ვეწყობი და ვუგებ. მინდა მოგება და ზიდანის დარჩენა დიდი ხნის მანძილზე. მას არ აქვს სამწვრთნელო გამოცდილება, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოსდის და სწორ გზაზე დგას."

ფინალი: "იმედგაცრუება იქნება ჩემპიონთა ლიგის ვერმოგება. თუ მოვიგებთ, სეზონი კარგი გამოვა. თუ წავაგებთ, სეზონი ჩაგვივარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ფინალის მოგება და სეზონის უმაღლეს დონეზე დასრულება."

ჯანმრთელობა: "მე ყველა თამაშში მინდა მონაწილეობის მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ 100%-ით მზად ვიქნები. ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩემთვის ფინალის გამოტოვება. ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალია, ვინაიდან მუდამ თამაში მსურს. უნდა ვისწავლო დასვენება და ორი-სამი თამაშის გამოტოვება."

წყარო: MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)