ისკო: "ზიზუს მოსვლის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა"

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ისკომ ზინედინ ზიდანს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.


"ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთენლად დანიშვნამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მიმდინარე სეზონის განვითარებაზე. გუნდში მას შემდეგ ბევრი რამ გამოსწორდა და უკეთესობისკენ წავიდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ ლა ლიგაში, თუმცა არ გაგვიმართლა. ასევე შესანიშნავი შანსი გვაქვს მადრიდის "რეალს" მეთერთმეტედ მოვუტანოთ ჩემპიონთა ლიგის თასი. ეს ყველაფერი კი ზიდანის დამსახურებაა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი."

"ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მეათე თასი აღვმართ. ეს იყო გასაოცარი გრძნობა, რომლის განმეორებისთვისაც ყველაფერს გავიმეტებდი. დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მილანშიც შევძლებთ თასის მოპოვებას."

"გუნდი მზადებას განაგრძობს და სტაბილური ვითარებაა. ნელ-ნელა ვაწყობთ გეგმებს, რომლითაც ფინალში უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ალბათ გულშემატკივრების თანადგომაა."

Bernabeudigital.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)