ზიდანი: "სიმეონე საუკეთესო მწვრთნელებს შორისაა"

"მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა


ჩავარდნა: "ფინალის ვერმოგება ჩავარდნა არ იქნება. ჩავარდნა იქნება, თუ ფინალს წინასწარ დავთმობთ და არ ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ სეზონის ბოლო თამაშია. მნიშვნელობით ალბათ ნებისმიერ თამაშსაც აღემატება, ამიტომ აუცილებელია, რომ კარგად მოვემზადოთ, ხოლო ფინალში კი შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც გვევალება, მაქსიმალურად გარჯა და მომზადებაა, შემდეგ უკვე ვნახოთ რა მოხდება"

ბურთის ფლობა: "ჩემი აზრით მარტო ბურთის ფლობა არაა საკმარისი. სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც არსებობს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თამაშის შედეგზე. რთული თამაში იქნება, ვინაიდან ვეთამაშებით გუნდს, რომელიც იდეალურად თამაშობს დაცვაში და შეტევაში. ამბობენ, რომ თავს კარგად იცავენ და ძნელია გოლის გატანა მათთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. გუნდი მთლაიანობაში ძლიერია, ამიტომაც ექნებათ მეტოქეებს პრობლემები."

სიმეონე: "მშვენიერ სამუშაოს ასრულებს. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს შორისაა. ესაა ადამიანი, რომელსაც კარგად ეს თავისი გუნდის და ფეხბურთის. მან იცის, თუ რისი გაკეთებაა საჭირო ფინალში გასასვლელად. ამას მარტო მე როდი ვამბობ. თავად ფაქტები ყველაფერზე მეტყველებენ. როგორც ფეხბურთელს, ბევრი რამე გამოარჩევდა, ისევე როგორც მწვრთნელს. სიმეონეს აქვს ყველაფერი, რაც მთავარ მწვრთნელს ესაჭიროება, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს ის, თუ როგორც იცნობს იგი თავის ფეხბურთელებს."

ორი წლის წინანდელი მადრიდი: "ძნელია იმის თქმა, ეხლანდელი მადრიდი ჯობია თუ არა იმ მადრიდის. მთავარი მიზანი არის, რომ შაბათს უკეთესად გავისარჯოთ. სეზონი კარგი გამოვიდა. ფეხბურთელები ფენომენალურ სამუშაოს სწევენ. არ მიყვარს შედარებები. კარგი დრო გვიდგას ეხლა და ყველანი მზად ვართ ფინალში სათამაშოდ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ შანსები თანაბარია. თამაშის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ"

წაგება ლა ლიგაში "ატლეტიკოსთან": "მას შემდეგ ორი თვე გავიდა და კარგი სამუშაო გავწიეთ"

სან სირო: "ვიცი ეს სტადიონი მითამაშია "მილანის" და "ინტერის" წინააღმდეგ."

მარცხი "ატლეტიკოსთან" ფინალში: "ნებისმიერი ფინალის წაგებაა რთული. მაგრამ მე სულაც არ ვფიქრობ წაგებაზე. ვნახოთ რა შეგვიძლია."

მწვრთნელობა: "ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ ეტაპობრივად ეს გამოსწორდება. საკუთარი თავის მჯერა, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა"

კაზემირო: "მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თავიდან შეიძლება არ გამოდიოდა ხშირად მოედანზე, მაგრამ მან თავისი მუშაობით იმდენი მოახერხა, რომ ეს შეძლო. ბალანსის დაჭერისთვის დიდი როლი აკისრია მას, ისევე როგორც სხვებს."

კონტრშეტევები: "ყველაფერს შაბათს იხილავთ. მოცდა მოგიწევთ."

წყარო: AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)