ზიდანი:„გუნდი ძლიერია როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად“

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ მისცა...


„წინ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. 100%-ით ვაცნობიერებთ, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ძლიერები ვართ, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად და მაქსიმალურად ვეცდებით სეზონის ყველაზე რთულ პაექრობაში გამარჯვებას მივაღწიოთ.“

გუნდს 5 თვეა წვრთნით, ფიქრობთ რომ ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა?

ბუნებრივია. ჯერ ნახევარი წელიწადიც არ გასულა, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაო ჩავატარე. ეს ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მაშინ გუნდი კრიტიკულ სიტუაციაში იყო, მაგრამ მოგებების სერია დავიწყეთ და ყველაფერი აღმოიფხვრა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველა ასპექტის განვითარებით კმაყოფილი ვარ.

როგორ აფასებთ მოთამაშეებს და მომზადებას ფინალის წინ?

შანსი 50%-50%-ზეა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ გუნდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით მზად არის, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ წარმატებისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ლიგის მოგება?

ამაზე მნიშვნელობა რა უნდა იყოს? ძალიან ბევრი შრომისა და ბრძოლის ფონზე, მადრიდის „რეალი“ ფინალშია და მეთერთმეტე თასის მოგების შანსი აქვს.

„ატლეტიკომ“ აჩვენა, რომ ბურთის გარეშე მოგებაც შეუძლია. „ბაიერნთან“ და „ბარსელონასთან“ უპირატესობა მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა, მაგრამ გამარჯვება სიმეონეს გუნდს ხვდა წილად. თქვენ ცოტა სხვა სტილი გაქვთ, მაგრამ რას აპირებთ ფინალში?

გეთანხმებით, „ატლეტიკომ“ ეს დაამტკიცა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სიმეონეს გუნდს შეტევა არ უყვარს და მხოლოდ დაცვაში სწორ თამაშზე ფიქრობს. მადრიდელები წინა ხაზშიც ძალიან მობილურად ასპარეზობენ, ამიტომ მაქსიმაური ყურადღება იქნება საჭირო. თუ გამარჯვება გვსურს, მეტოქეს ყველა ასპეტქში უნდა ვაჯობოთ და საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავს.

რა არის „ბლანკოსის“ მთავარი დადებითი ასპექტი?

ჩვენს კლუბში არაერთი სასიამოვნო ტენდენციაა, პირველ რიგში კი მსურს აღვნიშნო, რომ თითოეული ფეხბურთელი კოლექტივშია დამკვიდრებული და გუნდისთვის საჭირო მოთამაშედ გრძნობს თავს. მერწმუნეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარემო შესანიშნავია, ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად უგებენ და რაც ყველაზე მთავარია, ფსიქოლოგიურად ძლიერდებიან.

როგორც მოთამაშე, ხალხს აღაფრთოვანებდით, ვინაიდან ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდით. ახლა გეკითხებით როგორც მწვრთნელს, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, სანახაობრივი მატჩი და შედეგზე ორიენტირებულობა?

რა თქმა უნდა ორივე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურ კავშირშია. თუ კარგად ითამაშებ და შეუტევ, გოლებსაც გაიტან და აქტივში მოგებას ჩაიწერ. არის შეხვედრები, სადაც გუნდი სანახაობას ვერ გვთავაზობს, მაგრამ იგებს, თუმცა ეს იშვიათად ხდება. ეჭვი არ მეპარება, მილანური ფინალი სანახაობრივი იქნება. მოსამზადებულად განკუთვნილი 2 კვირა, აბსოლუტურად საკმარისი იქნება.

29 წლის იყავით, როდესაც „რეალის“ მაისური მოირგეთ, რას ნიშნავს ეს კლუბი თქვენთვი?

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ბლანკოსის“ მაისური მოვირგე. ჩემი ხუთწლიანი მოღვაწეობა უდიდეს ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან „რეალში“ თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს იმისათვის, რომ ჯერ ფეხბურთელის, შემდეგ კი მწვრთნელის რანგში მომცა მოღვაწეობის საშუალება.

„რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების გემო ნამდვილად იცით...

2002 წელი არასდროს დამავიწყდება, ვინაიდან ემოციებით აღსავსე სეზონი და ფინალი იყო, სადაც ულამაზესი გოლის გატანაც შევძელი. გერმანელებთან ჭიდილი გაგვიჭირდა, თუმცა გავიმარჯვეთ და თასს დავეუფლეთ, შემდეგ იყო 2014 წელი, როდესაც პოლ კლემენტესთან და კარლო ანჩელოტისთან ერთად შევძელი ჩემპიონთა ლიგის მოგება, ახლა კი ბრწყინვალე შანსი მაქვს, მთავარი მწვრთნელის რანგშიც დავეუფლო ხსენებულ ჯილდოს.

დარწმუნებული ვარ, გლაზგოში გატანილ გოლზე ხშირად საუბრობდით...

რა თქმა უნდა, ეს საოცარი მომენტი იყო. რობერტო კარლოსმა ბრწყინვალე პასი გამიკეთა და მეც ზუსტად დავარტყი, თუმცა საყოველთაო ზეიმის დროს გატანილ გოლებზე არავი ფიქრობდა, მხოლოდ ტიტულს აღვნიშნავდით და ბედნიერები ვიყავით. dle 10.1

  • Hala
  • 22 მაი 2016
  • 6185
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)