ბექჰემი:„ზიდანი არის საუკეთესო, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია“

დევიდ ბექჰემმა მადრიდის „რეალსა“ და მოახლოვებული ფინალზე ისაუბრა...


„მადრიდის „რეალს“ პირველ რიგში სტაბილურობა სჭირდება. ეს ასპექტი დღევანდელ ფეხბურთში უდიდეს როლს თამაშობს.“

„კარგი იქნება, თუ ზინედინ ზიდანს შანსს მისცემენ და ფეხბურთელებს მასთან მუშაობის საშუალება მიეცემათ. იმისათვის, რომ გქონდეს საუკეთესო შედეგი, გჭირდება დრო, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.“

„ზიდანი არის საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ფრანგი ფეხბურთელის შემართება საოცარი იყო, როგორც სჩანს ის ანალოგიურს აგრძელებს მწვრთნელის ამპლუაშიც.“

„მოიგებს თუ არა „რეალი“ ლიგას? დიდი იმედი მაქვს, რომ კი, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაშიც, ეს სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს და ფრანგ ლეგენდას დრო მიეცეს, ვინაიდან მან გუნდი უმძიმეს სიტუაციაში ჩაიბარა და კრიზისიდან მალევე გამოვიდა.“

„მე ჩემ თავს ვერ ვხედავ მწვრთნელად, მაგრამ ზიზუ ნამდვილად დაიბადა დამრიგებლობისთვის.“

„კარგი ფეხბურთელობა არ ნიშნავს, კარგ მწვრთნელობას, მაგრამ ზიზუმ უკვე დაამტკიცა, რომ საოცარი ხედვა აქვს, მისი მეთოდები ნამდვილად ამართლებს. ვფიქრობ, ფრანგმა ბევრი რამ ისწავლა კარლო ანჩელოტისგან და მისი ფილოსოფიის გამგრძელებელი იქნება.“

„ზიზუს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, მას ყველაფერი აქვს მოგებული, აქედან გამომდინარე, უცხო არაფერია.“

„კატალონიის „ბარსელონა“ ბოლო წლებში მართლაც საუკეთესო ფორმაშია, თუმცა ამ გუნდის დამარცხება ზინედინმა შეძლო. ამოცანა რთულია, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებს.“

„უარს ვაცხადებ განვაცხადო ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, მესი თუ რონალდუ. ეს სრული უაზრობაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 მაი 2016
  • 2898
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)