მე–19 ტურის სიმბოლური გუნდი

"Goal.com"-ის ჟურნალისტებმა, ლა ლიგის მე–19 ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელეს...


ტაქტიკური სქემა: 4–1–4–1

გოლკიპერი

სეზარი (ვალენსია)–38 წლის მეკარე დიდებულ ფორმაშია. "ღამურების" კარის დარაჯმა, "ტენერიფესთან" გამართულ მატჩში ურთულესი ბუთების მოგერიება მოახერხა და სიმბოლურ ნაკრებშიც დამსახურებულად მოხვდა.

მცველები

დანი ალვეში (ბარსელონა)–ბრაზილიელმა მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა. "ვალიადოლიდს" ულამაზესი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ჟულიან ესკუდე (სევილია)–"ალმერიას" შემტევებს გასაქანის საშუალებას არ აძლევდა, ერთ–ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. კუთხურების დროს რამდენჯერმე სერიოზულად შეუტია მეტოქე გუნდის კარს, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია.

მანოლო მარტინესი (ტენერიფე)–კარიერის ერთ–ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ესპანელმა. "მესტალიაზე" სტუმრად ჩასული გუნდის დაცვის გადაულახავი ზღუდე და უშეცდომო ფეხბურთელი.

ხუან კაპდევილა (ვილიარეალი)–ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. "სარაგოსას" მარცხენა ფლანგი აიკლო და არც დაცვის ხაზში გამოიყურებოდა ურიგოდ. ესპანელმა ფლანგელმა ღირსეულად დაიკავა სიმბოლურ გუნდში ადგილი.

ნახევარმცველები

ხუკა (დეპორტივო)–ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია, ეს ყველაფერი "ბილბაოსთან" გამართულ შეხვედრაშიც გამოჩნდა, სადაც მან გამარჯვების გოლი შეაგდო, გორკა ირაისოსი კარში.

ხესუს ნავასი (სევილია)–ძალიან სწრაფი, ტექნიკური და ლაღი, ასეთი დახასიათება მისცეს ესპანელ ნახევარმცველს. იგი მართლაც ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელია.

ხავი (ბარსელონა)–ეს ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო გამთამაშებელია. ერნანდესის ასეთ დიდებულ მოქმედებებს უკვე ყველა მიეჩვია.

გუტი (მადრიდის რეალი)–ერთ დროს მივიწყებული მადრიდისტა, რომლის მთავარი დანიშნულება თანაგუნდელების პასებით მომარაგებაა. ალბათ, ხავი და გუტი საუკეთესო გამთამაშებელი წყვილი იქნებოდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.

მანუ დელ მორალი (ხეტაფე)
–ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გულშემატკივრის გაოცება. ლა ლიგის მე–19 ტურში დიდებულად იასპარეზა.

თავდამსხმელები

კრიშტიანო რონალდო (მადრიდის რეალი)–მაქსიმალური სისწრაფე, არავითარი ჯადოქრობა. ისეთი სანახაობის მოწყობა, როგორსაც კრიშტიანო რონალდო გვთავაზობს, არავის არ შეუძლია. იგი ყველაფერს აკეთებს, რამაც კი შეიძლება აღგაფრთოვანოს. იტანს გოლებს, აკეთებს ულამაზეს ფინტებს, იღებს წითელ ბარათებს, ამაზე მეტი სანახაობის დადგმა შეუძლებელია...

მწვრთნელი

პეპ გუარდიოლა (ბარსელონა)–კატალონიელის გუნდში მოსვლის შემდეგ, "ბლაუგნარას" თამაში ერთი–ორად გამოსწორდა. ამ კაცმა 6 ტიტული მოუტანა "ბარსელონას", მისი გუნდი დღესაც დიდებულ ფორმაშია...



ინფორმაციის წყარო: Goal.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 26 იანვარი 2010
  • 2211
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)