ზიდანი:„იმედი მაქვს, ჩემი ოცნება ასრულდება“

ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„დარწმუნებული ვარ, დიდი სირთულეები გვექნება, მაგრამ საბრძოლველად მზად ვართ. მადრიდის „რეალი“ყველაფერი გააკეთებს 3 ქულის მოსაპოვებლად.“

„ზედიზედ 11 დაპირისპირებაში წარმატებას მივაღწიეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდმა საკუთარი ძალები ირწმუნა და მაქსიმალურ შედეგებზე გავიდა. თუ გავიმარჯვებთ, ჩემპიონობის შანსი გვექნება, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.“

„სხვაზე ვერ ვიფიქრებთ, მიზანი 3 ქულა იქნება, შემდეგ კი ყველაფერი „ბარსელონაზე“ იქნება დამოკიდებული.“

„ლიგის ფინალზე ჯერ-ჯერობით ვერ ვიფიქრებ, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი თამაშია, რომელმაც შესაძლოა, ჩემპიონი ბედი გადაწყვიტოს.“

„მიიღებენ თუ არა „გრანადას“ ფეხბურთელები პრემიებს? მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რაზე საუბრობთ, ვინაიდან არავისთვი არაფერი დამიწესებია.“

„ლა ლიგაში 27 გამარჯვებას მივაღწიეთ, ახლა კი 28-ეს დროა.“

„ვოცნებობდი მადრიდის „რეალში“ მუშაობაზე, პრეზიდენტმა ყველაფერი შემისრულა, ახლა კი ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო გუნდის წარმატებისთვის.“

„3 დღეში ერთხელ თამაში გვიწევდა, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა, ასეთ დონეზე მუშაობა იოლი არ იყო.“

„ხამეს როდრიგესს განსაკუთრებულს არაფერს ვთხოვ, მის მიმართ აბსოლუტურად იგივე მოთხოვნები მაქვს, როგორიც სხვებთან, ასე რომ პრობლემას ვერ ვხედავ. კოლუმბიელი საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეა და გუნდის დამხარება შეუძლია. თერთმეტეულში ადგილის მოპოვება იოლი არ არის, მაგრამ მას ეს შეუძლია და ხშირად მოხვედრილა კიდეც.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 მაი 2016
  • 8599
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)