ხესე:„გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“

ხესე როდრიგესმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...


„დღეს მე ვხედავ, რომ მადრიდის „რეალის“ თითოეული ფეხბურთელი დიდი შემართებით ემზადება გამარჯვებისთვის. ლა კორუნიაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ მხოლოდ 3 ქულის აღებას აზრი დაეკარგება, თუ „ბარსელონა“ ქულებს არ დაკარგავ. დაძაბული და ინტრიგებით სავსე 38-ე ტური გველის.“

„ამ შეხვედრას ისე მივუდგებით, როგორც სხვებს. განსაკუთრებული ნერვიულობა არ არის საჭირო. იმედი გვაქვს, რომ „გრანადა“ გადაგვარჩენს და ჩემპიონობას ვიზეიმებთ.“

„მადრიდის „რეალი“ დიდი ოჯახია. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი და კოლექტივისთვის მნიშვნელოვნად ფიგურად ვითვლები.“

„ჩვენი მისია ყოველთვის ნათელია, ვინაიდან „რეალის“ მაისური გვაცვია და გერბს ყველანი ვეთაყვანებით. გასაკვირი არაფერია, ზიზუმ დიდი სამუშაო გასწია და შედეგიც სახეზეა.“

„ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუთმენლად ველით, მაგრამ ჯერ ლა ლიგის ბოლო ტურზე ვფიქრობთ. მადრიდულ დერბიში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ლიგის მეთერთმეტე თასი ძალიან ახლოსაა, ამიტომ ბოძებული შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.“

„გუნდს შესანიშნავი მხარდამჭერები ჰყავს. მსურს, მივულოცო ქომაგებს და ფინალში წარმატება ვუსურვო. მსურს დავპირდე მათ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. სეზონის გადამწყვეტი ორი დაპირისპირება წინაა, სადაც „რეალმა“ ბოლომდე უნდა იბრძოლოს. ვაპირებთ, რომ სეზონი ტიტულებით დავასრულოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 მაი 2016
  • 2363
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)