არბელოა: "ბერნაბეუზე გატარებული ყოველი წამი დიდი ბედნიერება იყო"

მადრიდის "რეალის" ვეტერანმა ესპანელმა მცველმა, ალვარო არბელოამ დღეს სანტიაგო ბერნაბეუზე თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა სამეფო კლუბის ფეხბურთელის რანგში. იგი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.


"დამთავრა, რაღაც დიდებული დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი როგორ გადავუხადო მადლობა გულშემატკივრებს. ბევრს ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე და ფანებმა ისეთი გაცილება მომიწყვეს, სიტყვები არ მეყოფა მათ მიმართ პატივისცემის გამოსახატად. მილიონი და მილიარდი მადლობა თქვენ, მადრიდისტებო."

"ყოველდღე ვირგებდი "რეალის" მაისურს და მისი გერბი სულ გულთან მქონდა ახლოს. სანტიაგო ბერნაბეუზე გატარებული ყოველი წამი ჩემთვის უდიდესი ბედნიერების მომტანი იყო."

"გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. ორ უმნიშვნელოვანეს გათამაშებაში დაძაბულ ვითარებაში უნდა გავარკვიოთ საუკეთესოს ვინაობა. ისევე, როგორც ლისაბონში ახლაც ბოლო ამოსუნთქვამდე ვიდგებით მოედანზე და ვეცდებით ფანები გავახაროთ."

"ჯერ არ გადამიწყვეტია სად გავაგრძელებ თამაშს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ესპანეთში აღარ ვითამაშებ, რადგან არ შემიძლია ლა ლიგაში რომელიმე სხვა გუნდის მაისური მოვირგო." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)