რონალდუ:„პრივილეგირებული ფეხბურთელი ვარ“

კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...


„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. პრივილეგირებული ვარ, რომ ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახლავართ, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება და მოტივაციაა.“

2 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძელით, შეგიძლიათ აღწეროთ მაშინდელი გრძნობები?

ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. „ბლანკოსთან“ ერთად ევროპის ყველაზე პრეტიჟული ტურნირი მოგებული არ მქონდა და ძალიან მსურდა ლისაბონში წარმატების მიღწევა. საოცარი მომენტები იყო.

იგივე გრძნობა გეუფლებათ ჩემპიონთა ლიგის მოსმენაზე, რაც 10-12 წლის წინ გქონდათ?

რა თქმა უნდა. არასდროს მომბეზრდება ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობის მიღება, ეს არის საოცარი გრძნობა, საოცარი გარემო და მოტივაცია. მსურს, „ბლანკოსთან“ კიდევ გავიმარჯვო. ნახევარფინალში ვართ და რეალური შანსი გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. „სიტის“ სახით რთული მეტოქე გვყავს. ინგლისელებს „პსჟ“-ს ძლევა შეძლეს, რაც იოლი ნამდვილად არ გახლავთ.

გერმანული „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ საოცრებები ჩაიდინეთ. როგორ ფიქრობთ, ლიგის ისტორიის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეთ?

ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს, ვინაიდან რთული კითხვაა, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო იყო. 3 გოლი გავიტანეთ და სამივეს ავტორი მე გახლდით. შევძელი გუნდის 1/2 ფინალში გაყვანა, რამაც გამაბედნიერა. ჯადოსნური ღამე იყო, ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადა.“

რას იტყვით ზინედინ ზიდანზე?

ეს ადამიანი მაოცებს. მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ზინედინმა ჩაიბარა, ფეხბურთელები მეტ პატივისცემას, მეტ სიყვარულს და სითბოს გრძნობენ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფრანგის ადაპტაციის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. მსურს, რომ ზიზუ დარჩეს და მრავალი წელი იმუშავოს დედაქალაქურ კლუბში, მისი მიდგომა ნამდვილად დასაფასებელია. dle 10.1

  • Hala
  • 2 მაი 2016
  • 8297
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (254)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)