ბეილი:„დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ“

ზინედინ ზიდანთან ერთად დღევანდელ პრესკონფერენციაზე გარეთ ბეილი იმყოფებოდა...


„ჩვენ რთულ შეხვედრას ველით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ და მადრიდში ფავორიტის სტატუსით დავბრუნდებით.“

„გუნდს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. მთავარია მოთმინებით თამაში და შემართება, რომელიც ნამდვილად არ გვაკლია. კოლექტივმა აღებულ გეზს არ უნდა გადაუხვიოს და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.“

„დასამატკიცებელი არავისთვის არაფერი მაქვს, ვინაიდან უკვე დიდი ხანია ფეხბურთელი ვარ. ყველა შეხვედრაში ვცდილობ 100%-ით დავიხარჯო და კლუბს წარმატების მიღწევაზე დავეხმარო.“

„ზინედინ ზიდანი ხშირად გვაძლევს თავისუფლებას და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. ფრანგი სპეციალისტის მითითები ნამდვილად სასარგებლოა.“

„რონალდუსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთად ბევრი რამ შევძელით და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ ტიტულს მოვიგებთ.“

„მაქსიმალურად დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ ესპანეთის დედაქალაქს გამარჯვებულის რანგში დავუბრუნდეთ, თუმცა მოულოდნელობებიც შეიძლება დაფიქსირდეს. ეს ფეხბურთია, სადაც ყოველთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. თუ „რეალი“ გოლს არ გაუშვებს, ეს დიდებული შედეგი იქნება.“ dle 10.1

  • Datuna
  • 25 აპრილი 2016
  • 3580
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)