ზიდანი:„ხვალ გადაწყდება ითამაშებენ თუ არა ბენზემა და რონალდუ“

ზინედინ ზიდანმა ინგლისში პრესკონფერენცია გამართა...


„კარიმ ბენზემას და კრიშტიანო რონალდუს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით იასპარეზებენ თუ არა. ხვალ ყველაფერს გავიგებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ.“

„სეზონის დასკვნით ფაზაში შევედით. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ და წარმატებაზე ფიქრი შეგვიძლია. ფეხბურთელები ძალიან მონდომებულები არიან.“

„ფრე? ვერ ვიტყვი, რომ კარგი შედეგი იქნება. ფეხბურთელები მოსაგებად ითამაშებენ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მთავარი ფინალში გასვლაა. ორი მატჩის ჯამს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.“

„სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ვიცი, რომ თითოეული დაპირისპირება გადამწყვეტია, მაგრამ აფორიაქება კარგ შედეგებს არ მოიტანს.“

„ალბათ ეს არის მატჩი, სადაც 100%-ით დახარჯვა საკმარისი არ იქნება, ამიტომ 150%-ით უნდა დავიხარჯოთ და ყველაფერი გავაკეთოთ საუკეთესო თამაშის წარმოსაჩენად.“

„თავდასხმა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდმა დაცვითი პოტენციალიც უნდა გამოავლინოს. როდესაც მოედანზე კროოსი და მოდრიჩი არიან, ბალანსს ვინარჩუნებთ და ეფექტურები ვართ, როგორც წინ, ასევე უკან.“

„მეტოქე გუნდს ბურთის ფლობა ძალიან უყვარს, თუმცა არც კონტრ-შეტევაზე ამბობს უარს, ამიტომ შეტევების დროს დაცვის ხაზში დიდი ყურადღებით თამაში გვმართებს.“

„ერთიანი გუნდი ვართ და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. მადრიდის „რეალს“ ორივე ფრონტზე აქვს შანსი და დანებებას არ აპირებს. მწვრთნელის ნამდვილად რთულია მსგავს სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ მე ყველაფრისთვის მზად ვარ.“

„მახსოვს 2014 წლის ნახევარფინალი, რომელიც ნამდვილად დრამატული გამოდგა. ვიმედოვნებ, ახლაც მივაღწევთ წარმატებას და მილანის საგზურს მოვიპოვებთ. გუნდი მობილიზებულია.“

„მეტოქის მხრიდან დე ბრუინის და აგუეროს გამოყოფა შეიძლება. ორივე მოთამაშე ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ჩემი ფეხბურთელები მათ განეიტრალებას ეცდებიან.“

„რონალდუ და ბენზემა კარგად არიან, მაგრამ გავიმეორებ და გეტყვით, რომ 100%-იანი გადაწყვეტილების მისაღებად დასკვნა მჭირდება. ხვალ ყველაფერს გავარკვევ.“

„ნორმალურია, როდესაც გასვლით დაპირისპირებაში კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავ, თუმცა გატანასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სტუმრად გატანილი გოლი ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტიც არის.“

„საუკეთესო 4 გუნდში ყოფნა ძალიან საპატიოა, მაგრამ „რეალის“ ისტორია არ გვაძლევს იმისა უფლებას, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდეთ. ჩვენ მეთერთმეტე თასის მოგება გვსურს.“

„90 წუთის მანძილზე კონცენტრაციით თამაში გვმართებს. ყურადღების მოდუნება არცერთი წუთით არ შეიძლება.“

„პრემიერლიგა ძალიან საინტერესო ტურნირია, ინგლისელები ფეხბურთით ცხოვრობენ. მინდა გითხრათ, რომ ამ ჩემპიონატს დიდი მომავალი აქვს.“ dle 10.1

  • Datuna
  • 25 აპრილი 2016
  • 6856
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)