კაკას აკრიტიკებენ

გუშინ სამეფო კლუბმა მალაგას უმასპინძლა და თუ ანგარიშით ვიმსჯელებთ დამაჯერებლად დაამარცხა, თუმცა თამაშს ნამდვილად ეტყობოდა, რომ არ იყო მყარი, ესპანელი კრიტიკოსები კაკას ძალიან აკრიტიკებენ...


გუნდის ხერხემალი და მამოძრავებელი ნაწილი სწორედ ბრაზილიელი ნახევამრცველია, მის გარეშე ,,ბლანკოსი" სულ სხვა გუნდია, ფლორენტინო პერესმა კაკა იმ იმედით იყიდა და იმ იმედით გადაიხადა მასში ასტრონომიული თანხა, რომ იგი გაამართლებდა თუმცა გუშინდელი მატჩი უკვე კულმინაცია იყო.

ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის სტარტიდან ცდილობს აჩვენოს უმაღლესი კლასის ფეხბურთი, თითქოს ნელ-ნელა კაკა ფორმაში დგებოდა თუმცა "ელ კლასიკოში" მიღებული ტრავმის შემდეგ მისი საქმეები ძალიან ცუდად წავიდა, მას შემდეგ რაც რიკარდო გამოჯანმრთელდა უკვე საკმაო ხანი გავიდა მაგრამ ნახევარმცველი ვერ აჩვენებს სათანადო დონეს და რეალის თამაშიც არეულია.

ესპანელმა კრიტიკოსებმა უკვე აიმაღლეს ხმა, შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანის კომენტარს ბრაზილიელის საკითხთან დაკავშირებით.

ხორხე როდრიგეზი

კაკა ვერ მოერგო ესპანურ ფეხბურთს, იგი თამაშობდა მილანში, იტალიური ფეხბურთი ძალიან განსხვავდება ესპანურისგან, ადაპტაციის დრო ბრაზილიელს ნამდვილად მიეცა თუმცა აშკარად ჩანს, რომ იგი ვერ თამაშობს.

ხუან სანჩესი

რეალისთვის კაკა ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს რადგან პერესმა მასში ასტრონომიული თანხა გადაიხადა, რიკარდო საკუთარ თავს არ ჰგავს, მგონი დროა ბრაზილიელი გონს მოეგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არავინ დაინდობს და სათადარიგოთა სკამისკენ მიაბრძანებენ, სამეფო კლუბს მაღალი დონის გამთამაშებელი ჭირდება, თეთრების თამაში არ დგას მოწოდების სიმაღლეზე და გამოსწორებას საჭიროებს, გუნდი ვერ გაუწევს ბარსელონას კონკურენციას, როდესაც მთავარი მოთამაშე ვერ აჩვენებს სათანადო დონეს.

ოსკარ ხიმენესი

მანუელ პელეგრინი უმკაცრესი მწვრთნელია, დარწმუნებული ვარ თუ კაკა ასე გააგრძელებს, იგი დაკარგავს ადგილს მადრიდის რეალის ძირითად შემადგენლობაში, გუნდს ჰყავს გუტი, რომელსაც შეუძლია თანაგუნდელთა მომარაგება იდეალური გადაცემებით. dle 10.1

  • Hala
  • 25 იანვარი 2010
  • 1990
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)