ალონსოს ყიდვის შემთხვევაში სილვა რეალის ინტერესებში აღარ შევა

მადრიდის რეალი აღარ ხუმრობს, ფლორენტინო პერესმა და მისმა თანამებრძოლებმა უკვე 4 ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხეს და ძალიან დიდი ფულიც დახარჯეს. რაულ ალბიოლი, კაკა, კრიშტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა. მართლაც შთამბეჭდავი გვარებია, მაგრამ რეალი ამით არ კმაყოფილდება, პერესის სამიზნე კვლავ არის ხაბი ალონსო, რომლის ტრანსფერი ლივერპულიდან რეალში ძალიან გართულდა...


მოგეხსენებათ ფლორენტინოს გაპრეზიდენტების დღიდან დღემდე, არ წყდება ხაბი ალონსოზე მითქმა-მოთქმა. რეალის ხელმძღვანელობამ მერსისაიდელებს მრავალჯერ მიმართა სხვადასხვანაირი წინადადებებით, მაგრამ ბენიტესი და მისი უფროსები მუდამ წინაამღდეგნი არიან.

როგორც ჩანს ფლორენტინო მაინც არ აპირებს დანებებას და აგრძელებს ბრძოლას ფეხბურთელისთვის, ძალიან მალე პერესის წარმომადგენელი ლივერპულში გაემგზავრება და კიდევ ერთხელ გაესაუბრება ინგლისელებს, თუ ეს საუბარი გამოიღებს სედეგს და ხაბი რეალის ფეხბურთელი გახდება, ამ შემთხვევაში დავიდ სილვა, რომლითაც ასევე დაინტერესებულები არიან მადრიდელები, რეალის ინტერესებში აღარ შევა. ეს კი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ვალენსიელთა პრეზიდენტს, რომელიც ”კბილებით” იჭერს ესპანელ ნახევარმცველს. dle 10.1

  • Hala
  • 2 ივლისი 2009
  • 2426
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)