მარსელო:„ზიდანი არის კერპი და ამით ყველაფერი ნათქვამია“

მარსელო ვიეირამ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, რაც თავისთავად ითვლება დიდ მიღწევად, მაგრამ კლუბი მხოლოდ ამ შედეგით და დაკმაყოფილდება. თითოეული ფეხბურთელი ინგლისში მოსაგებად ითამაშებს. პირველ შეხვედრაში დაფიქსირებულ ანგარიშს დიდი მნიშვნელობა ექნება, ამიტომ დიდი ყურადღებითა და კონცენტრაციით ასპარეზობაა საჭირო.“

„ურთულესი და მასშტაბური თამაში გველის, რაც მეხმარება, რომ უფრო დიდი მოტივაცია მქონდეს და კონცენტრაცია მოვახდინოთ. ხვალიდან ევროპის ქვეყნებს ჩემპიონთა ლიგა მოიცავს. ეს ხომ 1/2 ფინალია, სადაც ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე.“

„როდესაც მადრიდში ჩამოვედი, ძალიან პატარა ვიყავი და დიდი სიხარული დამეუფლა. ესპანეთის დედაქალაქში ჩემი საყვარელი ფეხბურთელო, რობერტო კარლოსი დამხვდა. ბრაზილიელს უდიდეს პატივს ვცემ. როდესაც რობერტო ვნახე, პირველ რიგში მასთან მივედი და სურათი გადავიღე. კარგად მახსოვს ის წუთები, რომელმაც ჩემში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.“

„ზინედინ ზიდანი განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. ფრანგმა ფეხბურთელობის დროს საოცრებები მოახდინა, ახლა კი იგივეს მწვრთნელის რანგში გეგმავს.“

„ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელი გავხდები, სხვა გეგმები მაქვს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ, ვინაიდან ცხოვრება ცვალებადია.“

„ორი შვილი მყავს, რომელსაც ხშირად ვასეირნებ მადრიდში. მიყვარს ქალაქში ფეხით სიარული, ვინაიდან მადრიდი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, აქ ხომ ბევრ სილამაზეს აქვს ადგილი. არასდროს მიჭირს ქომაგებთან კონტაქტი, ფოტოების გადაღება, ავტოგრაფის მიცემა და ასე შემდეგ. ეს ცხოვრების ნაწილია.“ dle 10.1

  • Datuna
  • 24 აპრილი 2016
  • 4782
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)