ზიდანი:„რონალდუს თამაში გამორიცხულია“

ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„კრიშტიანო რონალდუ არ ითამაშებს. პორტუგალიელ ფეხბურთეს ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მარჯვენა ფეხის კუნთის პრობლემა აქვს. „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირებაში „შვიდიანის“ გარეშე მოგვიწევს თამაში. ვიმედოვნებ, რონი ინგლისში დაგვეხმარება.“

„ვფიქრობ, კარგია რომ რონალდუ ასეთი მონდომებულია და მუდამ სურს მოედანზე გასვლა. ეს გუნდის შედეგებზე კარგად აისახება, თუმცა დგება მომენტი, როდესაც ფეხბურთელს დასვენება სჭირდება.“

„სერხიო რამოსი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მადრიდულ გუნდს მართლაც ღირსეული კაპიტანი ჰყავს, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. რამოსის ყოფნა მოედანზე ყოველთვის მნიშვნელოვანია.“

„რისკი არ მიყვარს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგები მოჰყვება. ხვალინდელ დაპირისპირებაში კრიშტიანო არ იქნება, შემდეგ მოვისმენ მედიკოსთა დასკვნას და მივიღებ გადაწყვეტილებას, ვათამაშო თუ არა „სიტის“ წინააღმდეგ.“

„გუნდი ეცდება ყველაფერი მოიგოს. საკმაოდ რთული კალენდარი გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ლა ლიგის დანარჩენ 4 ტურში, შინ მხოლოდ ერთ დაპირისპირებას გავმართავთ, დანარჩენი სამის ჩატარება კი გასვლაზე მოგვიწევს. რთული მეტოქეები გვეყოლება, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ.“

„ვიმედოვნებ, ხვალინდელ დაპირისპირებაში პირველივე წუთებიდანვე შევუტებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. ყველა მატჩს და ყველა ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“

„კრიშტიანო მადრიდში შეუცვლელია, მის გარეშე თამაში რა თქმა უნდა, სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ არაერთი შემტევი ფეხბურთელი მყავს, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან „ვალეკასზე“ გოლის გატანას.“

„არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ხამეს როდრიგესი „რეალისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა. კოლუმბიელი ფეხბურთელის იმედი ყოველთვის მაქვს. სამწუხაროდ, 11 ფეხბურთელის არჩევა მიწევს, შეცვლაზე კი 3 მოთამაშის შეყვანა შემიძლია. გადაწყვეტილებას ანგარიშიდან და საჭიროებიდან გამომდინარე ვიღებ.“

„ხვალინდელ დაპირისპირებაზე დიდ კონცენტრაციას ვახდენ, ვინაიდან ძალიან რთული პაექრობა იქნება.“

„გარეთ ბეილის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. უელსელი ძალიან გვჭირდება, ვინაიდან რონალდუ არ იქნება. ეჭვი არ მეპარება, ის მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“

„რესურსი გვაქვს, მთავარია გუნდმა სისტემურად ითამაშოს და შეუტიოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 აპრილი 2016
  • 10099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)