ზიდანი:„რონალდუსთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო“

ზინედინ ზიდანმა „ვილიარეალთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„სრულყოფილი მატჩი იყო. ფეხბურთელებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს. პირველიდან ბოლო წუთამდე ვდომინირებდით და გამარჯვება დავიმსახურეთ.“

„ყოველდღიურად ვხედავ, რომ კოლექტივი უმჯობესდება. ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებიან და შედეგიც სახეზეა. წინ ურთულესი მატჩები გველის, მაგრამ თუ ასეთ წარმოდგენებს დავდგამთ, კარგ შედეგებს მივიღებთ.“

„ლა ლიგის 34-ე ტურში არაფერი შეცვლილა, ვინაიდან ლიდერებმა გაიმარჯვეს. პირველადგილოსანთან 1 ქულიანი სხვაობაა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ტიტულის მოსაპოვებლად.“

„კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან მას სამედიცინო შემოწმება ჯერ არ ჩატარებია. მან შეხვედრს მიწურულს ტკივილები იგრძნო და მოედანი საკუთარი ინიციატივით დატოვა. პორტუგალიელთან მიმართებაში მაინც მშვიდად ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ სერიოზული არაფერი უნდა იყოს.“

„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რონი მხოლოდ გოლების გატანაზე ფიქრობს. „შვიდიანი“ დაცვაშიც ხშირად ჩამოდის და ფეხბურთელებს ეხმარება. დღეს ჩვენ ვნახეთ ეფექტური შეგირდი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა წარმატებისთვის.“

„ფორვარდები ფანტასტიკურად ასრულებენ დავალებებს. კარიმ ბენზემა ბრწყინვალე ფეხბურთელია და ვთვლი, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გახლათ. „ცხრიანს“ არაერთი ფუნქციის შესრულება შეუძლია.“

„ვიმედოვნებ, გარეთ ბეილი დროულად დაბრუნდება და გუნდის დახმარებას შეძლებს, ის ბენზემას ბრწყინვალედ უგებს.“

„რონალდუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ყოველთვის მე ვიღებ. როგორც სჩანს, ხანდახან საჭიროა, რომ მოთამაშე სათადარიგოთა სკამზე დასვა და არ გაითვალისწინო მისი სათამაშო ფორმა. რონი ფიზიკურად მოწოდების სიმაღლეზე დგას, ამიტომ მუდამ ვაძლევდი თამაშის საშუალებას, ახლა კი გული მწყდება, მაგრამ მჯერა, რომ სერიოზული არაფერი სჭირს და ტრავმა არ აქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 აპრილი 2016
  • 6232
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)