ზიდანი:„ლიდერები დამაკლდება, მაგრამ ოპტიმისტი ვარ“

დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ მსურს აღვნიშნო გულშემატკივრები, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობენ. წინ რამდენიმე ფინალია, ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ამისათვის კი მხარდამჭერთა დიდი არმია დაგვჭირდება.“

„მოთამაშეები ძალიან კარგად მოემზადნენ, ნამდვილად კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ სეზონი ტიტულით დასრულდება. მადრიდის „რეალი“ ორ ფრონტზე იბრძვის და შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. ვიცი, რა ხდება რეალურად და რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება.“

„არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს, რაც კარგია როგორც მათთვის, ასევე „ბლანკოსისთვის“, ჩვენი მიზანი უმალესი კლასის ფეხბურთელების ჩამოყალიბებაა.“

„მეტოქე ძლიერია, მათ არაერთი ლიდერი ჰყავთ, რომლებიც საკუთარ მოვალეობებს ბრწყინვალედ ართმევენ თავს. დენის სუარესი? მართლაც საოცარი ნიჭით დაჯილდოვებული შეგირდია, რომელიც კლუბის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოდგენს.“

„როდესაც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დავმარცხდით, ვიფიქრე, რომ შანსები ნულს გაუტოლდა, მაგრამ იმედის ნაპერწკალი ნამდვილად არსებობდა, რომელსაც ფეხბურთელებში ვაღვივებდი. შეგირდებს ყოველთვის ბოლომდე ბრძოლას ვთხოვ. „ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ, ჩვენი შანსები კვლავაც არარეალური იყო, თუმცა იმედს არ ვკარგავდით. დღეს „რეალს“ მხოლოდ 1 ქულა აშორებს პირველადგილოსანთან, რაც მეტად მნიშვნელოვანია.“

„გუნდში არაერთი მოთამაშე მყავს, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული, ასევე ჩემპიონთა ლიგა და სხვა ტიტულები. ნამდვილად გამოცდილი კოლექტივია, რომელსაც ნებისმიერ შეხვედრაზე შეუძლია კონცენტრაციის გაკეთება და მაქსიმალური შედეგის მიღწევა.“

„საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. თითოეული ფეხბურთელი ფიქრობს, რომ „რეალს“ ორივე ტიტულის მოგება შეუძლია.“

„ბეილი გადაიტვირთა, აქედან გამომდინარე, „ვილიარეალთან“ დაპირისპირებაში მონაწილეობას არ მიიღებს. სამწუხაროა, რომ უელსელი ასეთ მნიშვნელოვან პაექრობაში გვაკლდება, მაგრამ სხვა გზა არ არის. ვიმედოვნებ, ლა ლიგის 35-ე ტურში, გარეთი მოედანზე გასვლას შეძლებს.“

„დანიელ კარვახალიც დამაკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალს“ მართლაც რამდენიმე ლიდერის გარეშე მოუწევს მოედანზე გასვლა, თუმცა ოპტიმიზმს არ ვკარგავ. დანიელს მცირე დაზიანება აქვს, მისი დაბრუნების დრო ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა სამედიცინო შტაბი ყოველდღიურად აკვირდება.“

„თუ გვსურს გამარჯვება, თავდასხმასა და ნახევარდაცვაში ზუსტი თამაში გვმართებს, ბევრი უნდა ვიმუშავოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 აპრილი 2016
  • 8658
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)