ბუტრაგენიო: "ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"

მადრიდის "რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ, მანჩესტერ "სიტისთან" მოახლოვებულ მატჩზე იმსჯელა.


"ნახევარფინალში რთულია ფავორიტის გამოვლენა. ძალიან კარგად მახსოვს გასული სეზონი, როდესაც ერთმანეთს ორი უძლიერესი გუნდი "ბარსელონა" და "ბაიერნი" დაეჯახნენ. მეორე წყვილი კი მადრიდის "რეალი" და "იუვენტუსი" იყო, სადაც ფავორიტად სწორედ სამეფო კლუბი მოიაზრებოდა, თუმცა შედეგი სამწუხაროდ ყველას კარგად გვახსოვს. ასე, რომ ახლაც რთულია იმის თქმა, თუ ვის უფრო მეტი შანსი აქვს ფინალის საგზურის მოსაპოვებლად."

"ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ "ბლანკოსი" გაცილებით უფრო გუნდურია, ვიდრე "სიტი". თუმცა მანჩესტერელებს ჰყავთ კუნ აგუერო, რომელსაც ერთ წამში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. იგივე შეიძლება ითქვას ტურეზე, სილვაზე და დებრუინზე."

"ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველთვის ყველაზე დიდ ყურადღებას იბყრობს. მინდა წარმატებები ვუსურვო მადრიდის "ატლეტიკოს" ისინი ჩვენი თანაქალაქელები არიან და კარგი იქნება, თუ გერმანელების დამარცხებას შეძლებენ."

"რაც შეეხება ზიდანს, იგი გასაოცარი პიროვნებაა. როგორც ფეხბურთელი, იგი მუდამ აოცებდა გულშემატკივრებს. ახლა კი მას აქვს შანსი, თავისი სამწვრთნელო კარიერის პირველივე წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანოს, რაც ძალიან დიდი წარმატება იქნება. ზიზუს გვერდით მთელი მადრიდის "რეალი" დგას."

Realmadrid.com dle 10.1

  • Datuna
  • 15 აპრილი 2016
  • 3820
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)