ზიდანი:„პირველივე წუთიდან აგრესიულები უნდა ვიყოთ“

ზინედინ ზიდანმა „ვოლფსბურგათან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან პრინცუპული მატჩი გველის. ჩვენ ვითამაშეთ „ელ კლასიკო“, მაგრამ იქ ყველაფერი 0:0-იდან დაიწყო, ახლა კი მეტოქე 2 ბურთით წინაა, ამიტომ განსხვავებულ სიტუაციაში მოგვიწევს ბურთის გაგორება. მთავარია კონცენტრირება და მაქსიმალური ზეწოლა, სხვაგვარად შედეგის მიღწევა ურთულესი იქნება.“

„არ მსურს საუბარი მსაჯებზე. არც იმაზე, თუ რა გააკეთეს მათ გერმანიაში. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ უნგრელი არბიტრი ხვალ შესანიშნავად მოემსახურება დაპირისპირებას.“

„საბედნიეროდ, კარიმ ბენზემა გამოჯანმრთელდა და მოედანზე გასვლა შეუძლია. ის შეხვედრა სასტარტოში დაიწყებს.“

„მადრიდის „რეალი“ უნდა გამოვიდეს საოცარ ფორმაში და ითამაშოს საჭირო ფეხბურთი. არავითარი მონაკვეთები და ასე შემდეგ. გუნდს ვავალებ, რომ პირველივე წუთიდან მაქსიმალურად დაიხარჯოს და გერმანეთა დამარცხება მოახერხოს.“

„ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ კეილორ ნავასის კარში გოლი არ გავიდეს. სხვაგვარად ამოცანა გართულდება, მაგრამ მერწმუნეთ, კოლექტივი გოლის გაშვების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტევს, ვინაიდან სხვა გზა არ დაგვრჩება. ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად.“

„ვფიქრობ, „მგლებთან“ დაპირისპირება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება, რაც ბევრ რამეს გადაწყვეტს.“

„ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ამიტომ დაზღვეუსლი არაფრისგან არ ვართ. სანტიაგო ბერნაბეუზე უდავო ფავორიტი „რეალი“ იქნება, მაგრამ შესაძლოა, „ვოლფსბურგმა“ ყველა გააოცოს და გამარჯვებასაც მიაღწიოს. ლა ლიგაში საოცრებები ხდება. კატალონიის „ბარსელონას“ სულ ცოტა ხნის წინ 12 ქულიანი სხვაობა ჰქონდა ჩემ გუნდთან, გავიდა 2 კვირა და სხვაობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენს. არ შეიძლება წინასწარ ისეთი საუბარი, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცდება. ჩვენ უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე და დავამტკიცოთ, რომ 1/2 ფინალში ადგილს ვიმსახურებთ.“

„ჩვენ აგრესიულ თამაშსა და შეტევებზე ვფიქრობთ, მაგრამ გასათვალისწინებელია „ვოლფსბურგის“ პოზიციაც. დარწმუნებული ვარ, გერმანელები ჭკვიანურად ითამაშებენ, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ და მაქსიმალურად ვეცადოთ ბალანსი შევინარჩუნოთ, ეს ასპექტი უპირველესია.“

„ყოველთვის ოპტიმისტი ვართ და მჯერა წარმატების. ფეხბურთელები დავმუხტე, მათ უნდა იგრძნონ საკუთარი შესაძლებლობები. თუ ყურადღებით ითამაშებენ, ყველაფერი გამოუვათ, ამაში დარწმუნებული ვარ.“

„ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომელთაც რთული მოგება უფრო უყვართ. მერწმუნეთ, თუ 1/2 ფინალში გავალთ, გაცილებით უფრო დიდ სიხარულს მივანიჭებთ ქომაგებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, გერმანიაში საქმე რომ იოლად წარმართულიყო.“

„გულშემატკივრების იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ბოლო წუთამდე ბოლომდე მხარში დაგვიდგებიან, ვინაიდან ეს არის შეხვედრა, სადაც შეიძლება, ნებისმიერ წამს გავიდეს გოლი და ყველაფერს წერტილი დაესვას.“

„სასტარტო შემადგენლობას ახლა არ დავასახელებ, ვინაიდან ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში ვარ, თუმცა კაზემირო ძალიან გვჭირდება, ბრაზილიელი ფეხბურთელი ბალანსის დაჭერაში გვეხმარება.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 აპრილი 2016
  • 5031
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)