ზიდანი: "ბერნაბეუზე ყველაფერი მარტივია"

"ეიბართან" გამარჯვების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.


"დღეს მოპოვებული გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ ზუსტად ასევე არიან ჩემი ფეხბურთელებიც. მოთამაშეებს დასვენების საშუალებას მივცემ, რის შემდეგაც მუშაობას განვაახლებთ."

"უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის "ვოლფსბურგთან". გერმანელები ჩვენზე ორი ბურთით წინ არიან. საშინაო მატჩში უნდა გავრისკოთ და მთელი ძალებით უნდა შევუტიოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცვაზე ყურადღებას მოვადუნებთ. მართალია რთულ ვითარებაში ვართ, თუმცა სანტიაგო ბერნაბეუზე სასწარულებს ხშირად ახდენს სამეფო კლუბი."

"ხშირად სტადიონი ფეხბურთელებს უსტვენს. ასე მოხდა დღეს დანილოს შემთხვევაშიც. ვფიქრობ, ეს მისთვის კარგიც არის, რადგან მეტს მოინდომებს და დაუმტკიცებს ფანებს თავის შესაძლებლობებს. დანილო მაღალი დონის პროფესიონალია და ჩვენ მას უდიდეს პატივს ვცემთ."

"გუნდში მყავს ორი დიდებული მარჯვენა მცველი, დანილო და კარვახალი. ესპანელი ფეხბურთელის დასვენებას ვგეგმავ, რადგან იგი ბოლო პერიოდში გადაიღალა და შესაძლოა დანის დახმარება გუნდს "ვოლფსბურგთან" დასჭირდეს."

"კრიშტიანო და ხესე ერთმანეთს კარგად ეწყობიან. რონალდო ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული. მას ყველა შეხვედრაში შეუძლია 90 წუთზე მეტი ითამაშოს."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 9 აპრილი 2016
  • 5667
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)