პელეგრინის შანსი მასკერას[სავარაუდო შემადგენლობები]

დღეს დილით, მანუელ პელეგრინიმ კასტილიელ პედრო მასკერას დიდი სიურპრიზი გაუკეთა. ახალგაზრდა, ვუნდერკინდი ”მალაგას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის განაცხადში შეიყვანა და პედროს ბავშვობის ოცნება აუსრულა. როგორც იქნა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამაც დაიწყო საკუთარი აღზრდილების გამოყენება, ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ახალგაზრდა ფეხბურთელის მთავარ გუნდში გამოსვლას...


უნიჭიერესი, ამპლუით მარცხენა ნახევარმცველი და ”რეალ მადრიდ კასტილიას” კაპიტანი პედრო მასკერა ”მალაგას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ითამაშებს. ესპანელმა ახალგაზრდამ, საფეხბურთო კარიერა 9 წლის წინ სამეფო კლუბის ბავშვთა აკადემიაში დაიწყო, დღეს კი ”თეთრების” პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ტრავმების ეპიდემიამ პელეგრინი საგონებელში ჩააგდო, მან კი ბრწყინვალე გამოსავალი მოძებნა, ჩილელმა გადაწყვტა თავის გამოჩენის უფლება ახალგაზრდა ტალანტებს მისცეს.

პედროს გამოძახება ფერნანდო გაგოს ტრავმამ განაპირობა, ”ბლანკოსს” ნახევარმცველთა მარაგი ამოეწურა, დაშავებულინი არიან მაჰამადუ დიარა, ვან დერ ვაარტი და ფერნანდო გაგო, სწორედ ამიტომ, ჩილელის გადაწყვეტილება მისასალმებელი და სრულიად ლოგიკურია. პრობლემები თავდასხმის ხაზშიც მოიძებნება, ორი კვირის წინ გუნდის წამყვანი ფიგურა და საკვანძო მოთამაშე გონსალო იგუაინი დაიტრავმა. კარგა ხანია ლაზარეთს ვერ სცილდება ჰოლანდიელი რუდ ვან ნისტელროი. გუნდში საკადრო პრობლემებია, ამის ერთად ერთი გამოსავალი კი კანტერანოებისთვის სათამაშო დროის გამონახვაა.

მადრიდის რეალის განაცხადი-კასილასი, არბელოა, რამოსი, რაული, კაკა, რონალდო, ლასი, ბენზემა, მარსელო, დუდეკი, გუტი, დრენტე, ალბიოლი, გარაი, მეტსელდერი, ხაბი ალონსო, ბარნი და მასკერა.

მადრიდის რეალის სავარაუდო შემადგენლობა
-კასილასი, რამოსი, ალბიოლი, გარაი, არბელოა, ლასი, ხაბი ალონსო, რონალდო, კაკა, გუტი, ბენზემა.

მალაგას სავარაუდო შემადგენლობა-მუნუა, რობსონი, გომესი, ივანი, მიტლიგა, ხავი, ტორესი, დუდა, ფერნანდო, ბენაშური, კაისედო.

მატჩი: მადრიდის რეალი-მალაგა

ადგილი: სანტიაგო ბერნაბეუ

დრო: 10:30 წუთი


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 23 იანვარი 2010
  • 2488
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)