ნავასი:„კატალონიელები საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ მშვიდად ვარ“

კეილორ ნავასმა დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გადაიწვია. „ელ კლასიკოს“ მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე კლუბის ფეხბურთელები ჟურნალისტებთან მუდმივ კომუნიკაციას ამყარებენ...


„ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. საკუთარ ძალაში დარწმუნებულები ვართ. თუნდაც მიმდინარე სეზონში, „ბლანკოსმა“ არაერთხელ შეხვედრაში დაამტკიცა, რომ ძალიან ლამაზი ფეხბურთის თამაში შეუძლია.“

„მადრიდის „რეალის“ თითოეულმა ფეხბურთელმა პატივი უნდა სცეს კლუბის ღირებულებებს და ისტორიას, არცერთი მადრიდელი არ ნებდება და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.“

„ალბათ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა „ელ კლასიკოში“ მონაწილეობის მიღება. „ბარსელონა“ ძალიან სახიფათო მეტოქეა, მაგრამ მშვიდად ვარ და მჯერა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია.“

„ვფიქრობ, მჭიდრო თამაში იქნება. ორივე გუნდი იფიქრებს გოლის გატანასა და საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე, აქედან გამომდინარე, დაძაბულობა პიკს მიაღწევს. ეს ყველაფერი საუკეთესო იქნება გულშემატივართათვის, რომლებიც დიდ სანახაობას მოესწრებიან.“

„ზიზუ შესანიშნავი მწვრთნელია. როდესაც ვაგებთ, მაქსიმალურად ცდილობს გაგვამახნევოს, თუმცა გაბრაზებული ფრანგიც მინახავს. „ლას პალმასთან“ შეხვედრაში, გუნდის მესაჭე ნამდვილად ბევრს ნერვიულობდა.“

„მე პროფესიონალი ვარ და ყოველთვის ვემორჩილები მთავარი მწვრთნელის გადწყვეტილებას. მიმდინარე სეზონი რაფაელ ბენიტესმა დაგვაწყებინა, რომელიც მენდობოდა და პირველ მეკარედ მიმიჩნევდა, ანალოგიური დაფიქსირდა ფრანგის ეპოქაშიც, აქედან გამომდინარე მხოლოდ მადლიერების გრძნობით ვივსები.“

„ხამეს როდრიგესი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიგურაა. „ათიანს“ მადრიდული გიგანტი ძალიან უყვარს და კოლექტივის ერთგულია. მჯერა, რომ კოლუმბიელი არაერთხელ გაიბრწყინებს.“

„ყველა იოცნებებს იმაზე, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს, მათ შორის მეც ვარ, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ისე ვემზადები.“

„ვფიქრობ, საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ფიქრის დრო ყოველთვის არის. ჩემი აზრით, პროგრესის ჩვენება შემიძლია.“

„კატალონიის „ბარსელონას“ საკმაოდ აგრესიული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ნებისმიერი გუნდის დაცვას უქმნიან პრობლემებს. სხვა კლუბებთან შედარებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ, რადგან ახლა ამის დრო არ არის.“ dle 10.1

  • Hala
  • 31 მარტი 2016
  • 2667
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)