"მალაგას" რაული და ბენზემა შეუტევენ?

მთელი კვირის მანძილზე არ წყდება საუბრბები რეალის ტაქტიკის შესახებ. სამეფო კლუბის ჩილელი დამრიგებელი, მანუელ პელეგრინი კვლავ ხშირად ცვლის ტაქტიკას, სქემა, რომლითაც გუნდი გამოვა მოედანზე არასდროს არ არის ცნობილი, მიახლოებით კი ჩილელს ვერაფერს გაუგებ...


რეალს მომდევნო მატჩი მალაგასთან აქვს ჩასატარებელი, ეს გუნდი ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება და იბრძვის მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილი შეინარჩუნოს ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. ,,ბლანკოსი" ამ მატჩს მასპინძლის ეგიდით გამართავს და ძნელად სავარაუდოა, რომ ასეთ იოლ მეტოქესთან ქულები დაკარგოს, მაგრამ საქმე ამაში არ არის, საქმე იმაშია თუ რამდენი ფორვარდით ითამაშებს სამეფო კლუბი ხსენებული მეტოქის წინააღმდეგ.

რუუდ ვან ნისტელროი სრულიად ჯანმრთელი არ არის და საეჭვოა იგი განაცხადში შევიდეს. გონსალო იგუაინს ტრავმა აქვს, საერთოდ არგენტინელი მალაგელებს ყოველთვის უქმნიდა პრობლემებს, შარშანდელ სეზონში კრიზისში მყოფმა რეალმა ეს გუნდი 4-3 დაამარცხა და პოკერი სწორედ პიპიტას ეკუთვნის.

გუნდის წინა ხაზზში მხოლოდ ბენზემა და რაული არიან დარჩენილები. ბილბაოს ატლეტიკის წინააღდეგ მატჩში, მანუელმა ფრანგ ახალგაზრდა ფორვარდს მისცა შანსი, მაგრამ კარიმმა ეს ვერ გამოიყენა. მთელი კვირის მანძილზე მიდიოდა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ფრანგი ფორვარდი ისევ სკამზე დაჯდებოდა და სასტარტო შემადგენლობაში გუნდის კაპიტანს, რაულ გონსალესს ვიხილავდით. გონსალესი უკვე დიდი ხანია ყველა მატჩს სათადარიგოთა სკამიდან იწყებს და ალბათ მოვიდა დრო მასაც მიეცეს ძირითადში თამაშის შანსი.

დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეტოქის კარს რაულიც და ბენზემაც შეუტევს, როგორც ჩანს პელეგრინის გადაწყვეტილი აქვს ისევ იმ სქემით თამაში, როგორი ტაქტიკითაც სეზონის დასაწყისში თამაშობდა. რადგან ბენზემა და გონსალესი ფორვარდები იქნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ უკან დაიწევს კრიშტიანო რონალდო და მხოლოდ გარემარბის ფუნქციის შესრულებას დასჯერდება.

ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია, ზუსტ შემადგენლობას და ტაქტიკას კვირას, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიტყობთ. dle 10.1

  • Hala
  • 22 იანვარი 2010
  • 2113
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)