ჯორკაეფი:„ზიდანი გენიალურია, მაგრამ „რეალის“ მწვრთნელობა ადრე იყო“

ლეგენდარული ჯორკაეფი ზინედინ ზიდანის „რეალის“ მწვრთნელობას გამოეხმაურა...


„უდავოა, რომ ზიზუს დიდი ავტორიტეტი და ქარიზმა აქვს. ამ ადამიანმა არაერთხელ დაგვანახა საკუთარი პოტენციალი, თუმცა ვთვლი, რომ „რეალის“ მთავარი მწვრთნელობა ადრე იყო.“

„ამ კლუბის ზეწოლას არაერთმა ლეგენდამ ვერ გაუძლო. რად ღირს მოურინიო, რომელმაც 3 წელი იმუშავა და ეს დრო მადრიდისტებმა საკმაოდ „დიდ ხანად“ მონათლეს.“

„კარლო ანჩელოტი? პერესმა გაუშვა ადამიანი, რომელმაც ნანატრი „ლა დესიმა“ მოიგო.“

„ბენიტესი? მისი დანიშვნა თავიდანვე შეცდომა გახლდათ, მაგრამ მუშაობა არ აცადეს და საკუთარი იდეების იმპლემენტაციის საშუალება არ მისცეს.“

„ვიმედოვნებ, ზიზუს კარიერა წარმატებული იქნება და ის „ბლანკოსის“ ქომაგებს თავს კიდევ უფრო მეტად შეაყვარებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 მარტი 2016
  • 2691
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)