მარსელო: "რეალში დიდი ხნით მსურს დარჩენა"

ბრაზილიელ ფლანგელთან ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა GloboEsporte -ს ჟურნალისტმა. მოგეხსენებათ, მარსელო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახეს და სწორედ ამ ფაქტის გარკვევას ცდილობდა ჟურნალისტი.


"მინდა, რომ მადრიდის "რეალში" რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კონტრაქტის გადახედვა და გახანგრძლივებაა. ამჟამინდელი ხელშეკრულება მადრიდულ გრანდთან 2020 წლამდე მაკავშირებს."

"ხშირად ცდილობენ მასმედიის წარმომადგენლები დაძაბულობის შექმნას, რაც მათ რეიტინგულ სიახლეებს მოუტანს. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ზიდანს უთანხმოება მოგვივიდა, რადგან მას ჩემი პოზიციის ცვლილება სურდა, მე კი წინააღმდეგი ვიყავი. ზიზუ ჩემი მუშაობით კმაყოფილია და მზად ვარ ნებისმიერი მისი დავალება მივიღო და შევასრულო. თუ იგი პროზიციას შემიცვლის, არც ამაზე ვიქნები წინააღმდეგი და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებს მწვრთნელის იმედების გასამართლებლად."

"ზინედინის მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მას ძალიან რთული ამოცანა აქვს ამოსახსნელი, თუმცა იგი ძალიან დიდი პიროვნებაა და მის მიმართ ნდობაც საკმაოდ დიდია. ზიზუ ფეხბურთელებთან დიდ დროს ატარებს და მან უკვე ზუსტად იცის თუ რა სჭირდება თითოეულ მოთამაშეს."

"გუნდი დამაკმაყოფილებელ კონდიციებშია. გამოჯანმრთელდა ყველა ტრავმირებული მოთამაშე და ჩვენ მზად ვართ წინსვლისთვის. ახლა მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზეა გადატანილი. მართალია საუბრობენ, რომ "რეალს" ყველაზე სუსტი მეტოქე შეხვდაო, თუმცა "ვოლფსბურგი" საკმაოდ ძლიერი გუნდია. იოლი გასეირნება ნამდვილად არ გველის. რადგან ლიგის მეოთხედფინალში ყველაფერია მოსალოდნელი."

"ნეიმარზე ძალიან ბევრი ვიცინე, როდესაც გავიგე, რომ „რეალში“ გადმოსვლაზე მიმდიანრეობდა საუბარი. ასე მარტივად ეს ამბავი არ მოხდება. ნეიმ "ბარსელონაში" გარკვეული ისტორია უკვე შეიქმნა და ახლა სამეფო კლუბში გადმოსვლა მისთვის ძალიან რთული იქნება."

"ჩემი და დუნგას ურთიერთობა ჩვეულებრივია. მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან მე ნაკრებში არ გამომიძახა. ამიტომ დავრჩი სამეფო კლუბში და ვაგრძელებ ზიდანთან და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შრომას. რადგან არ გამომიძახეს ეროვნულ გუნდში, ესე იგი არ ვიყავი ღირსი (იცინის). ახლა მხოლოდ წინსვლაზე ვფიქრობ და მოახლოვებულ მნიშვნელოვან დაპირისპირებებზე."

"ჩემი აზრით, დღევანდელ ფეხბურთში კრიშტიანო რონალდო საუკეთესოა და ამაზე შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო. თქვენ ხედავთ მას თითოეულ მატჩში, მე კი რონის ხილვა ყოველ დღე შემიძლია საწვრთნელ ბაზაზე და დამერწმუნეთ იგი სასწაულებს ჩადის."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 22 მარტი 2016
  • 7883
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)