ზიდანი:„მადრიდში ძალიან ბედნიერი ვარ და მსურს დიდხანს დავრჩე“

ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


„ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა დასრულებულია. ბევრი ფიქრობს, რომ გაგვიმართლა. რთულია არ დაეთანხმო, „ვოლფსბურგი“ არ არის მსოფლიო ფეხბურთის უძლეველი გრანდი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული სული ყოველთვის მებრძოლია. ეჭვი არ მეპარება, 2 მძიმე მატჩის ჩატარება მოგვიწევს. 1/4 ფინალში იოლი მოწინააღმდეგ არ არსებობს, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და ყველაფერს გააკეთებენ „რეალის“ ბარიერის დასაძლევად.“

„კარიმ ბენზემა ირგვლივ ატეხილ ახალ აჟიოტაჟზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. ბენზემას ვუყურებ, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, ჩვენ ერთად ვაკეთებთ აქცენტს წარმატებაზე.“

„22-23 ფეხბურთელის გამოყენება შემიძლია, რაც ძალიან მახარებს. პეპე და სერხიო რამოსი დაგვაკლდებიან, თუმცა არაუშავს, ჩვენ შესაბამისი რესურსი გვაქვს, რომელსაც გამოვიყენებთ. წინა ხაზში ყველაფერი რიგზეა, ფეხბურთელები ფორმაში არიან.“

„მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობ, ვინაიდან მძიმე დაპირისპირება გველის. 20 მარტის შემდეგ საკლუბო დონეზე შესვენება დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექტივიდან რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრება და საკუთარ ქვეყანას დაეხმარება. 2 აპრილის „ელ კლასიკოსთვის“ მოსამზადებლად საკმარისი დრო გვექნება, მაგრამ ჯერ ამაზე არ ვფიქრობთ.“

„ანდალუსიური „სევილიას“ უმძიმეს მეტოქედ აღვიქვამ. ეს არის გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ბლანკოსს“ ერთხელ უკვე სძლია, ასევე დიდი კონკურენცია გაუწია კატალონიურ „ბარსელონას“ და მადრიდის „ატლეტიკოს“. უნაი ემერს კარგად დაკომპლექტებული და ბრძოლისუნარიანი კოლექტივი ჰყავს, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.“

„ტონი კროოსი მზად არის, ის ანდალუსიელთა წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს. გერმანელი ფეხბურთელი უნივერსალია. მას შეუძლია როგორც საყრდენად, ასევე ჩამშლელად თამაში, რაც მნიშვნელოვანია.“

„ბუნებრივია, განვითარებული მოვლენები კარიმ ბენზემაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, მაგრამ ის ცდილობს, ფოკუსირებული იყოს და გუნდს დაეხმაროს.“

„მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს მიღმა დარჩებიან, მადრიდში სრულფასოვანი წვრთნა ჩაუტარდებათ, მაგრამ საწყის ეტაპზე მათ დასვენების საშუალებასაც მივცემ. როდესაც კოლექტივი სრულად შეიკვრება, დიდი სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს.“

„მე მიყვარს ეს კლუბი და ამაყი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მწვრთნელი ვარ. ვიმედოვნებ, დიდი ხნის მანძილზე დავრჩები ესპანეთის დედაქალაქში და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები.“

„ბორხა მაიორალი „სევილიას“ წინააღმდეგ არ იასპარეზებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარ გუნდში აღარ დაბრუნდება, ის ამ ეტაპზე „კასტილიას“ სჭირდება.“

„დიეგო სიმეონე შესანიშნავი მწვრთნელია, ხშირად ვუყურებ „ატლეტიკოს“ თამაშებს და ვხვდები, რომ ამ კლუბს უდიდესი პოტენციალი აქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 მარტი 2016
  • 6181
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)