გუტი:”მე ჩემ გუნდს არაფრით დავტოვებ”

რამოდენიმე დღის წინ ყველა იმაზე ლაპარაკობდა თუ სად გადავიდოდა ესპანელი ნახევარმცველი . მან კი თქვა, რომ მას არ უნდა კლუბის დატოვება, რადგან ის ”რეალის” გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებს.


ესპანელმა ისაუბრა თავის კლუბზე და მათ მდგომარეობაზე გუნდში,გუტიმ ასევე ისაუბრა მის ტრანსფერზე სხვა კლუბში და მან ამაზე თავისი გულახდილი კომენტარი გააკეთა.

”ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით, ”პრიმერას” ლიდერს კატალონიურ ”ბარსელონას”, მაგრამ ხუთი ქულა არაფერია, შეიძლება რამოდენიმე მატჩში, მათ დავეწიოთ კიდეც. გუნდში კარგი განწყობა სუფევს და არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მოგველის მომავალში, გუნდმა ყოველთვის იცის, თუ რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი ყველა მატჩის მიმართ და რაც მთავარია ფეხბურთელებს ერთმანეთის ესმის”.

”მე მთელი ჩემი ცხოვრება ვთამაშობ ”სამეფო” კლუბში, იგი ჩემი განუყოფელი ნაწილია, ძალიან მივეჩვიე ამ კლუბს. ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე არ მინდა გუნდი დავტოვო, რადგან ჯერ კიდევ შემიძლია თამაში მაღალ დონეზე, თუმცა არც ის მინდა, რომ ვითამაშო მეორე შემადგენლობაში. მიხარია, რომ ბევრი მხარდამჭერი მყავს”.

”მე მქონდა ძალიან ბევრი შემოთავაზება და არცერთს არ დავთამხმდი, რადგან სულით და გულით მადრიდელი ვარ. კრიშტიანო რონალდო და კაკა არიან შესანიშნავი ადამიანები, ისინი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, თუმცა ჩემი საუკეთესო მეგობრები კვლავ რაული და კასილასი არიან. კარიერის დასრულება 3 წელიწადში მინდა და იმედი მაქვს, რომ ამ დროის მანძილზე ”რეალში” ვითამაშებ. მე ვიბრძოლებ ძირითადი შემადგენლობისთვის და ჩილელ სპეციალისტს დავუმტკიცებ, რომ შემიძლია ”ბლანკოსში” თამაში.


ინფორმაციის წყარო:TRIBALFOOTBALL.COM
სტატიის ავტორი:BUXU
dle 10.1

  • buxu
  • 22 იანვარი 2010
  • 1833
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)